FM97.5 / LIVE

'მცდარი ინფორმაციაა' – ადიგენის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 23.04.2020
ადიგენის მერიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში თვითიზოლაციაში მყოფი ოჯახისა და კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

'მცდარი ინფორმაციაა' – ადიგენის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაზე

"ეს არის მცდარი ინფორმაცია, არავის დაუდგინდა კორონავირუსი მუნიციპალიტეტიდან წასულს და არც ოჯახი იმყოფება თვითიზოლაციაში", – განაცხადეს ადიგენის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გუშინ, 22 აპრილს ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუიზან ქიმაძემ განაცხადა, რომ ადიგენის ერთ–ერთ სოფელში 11 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა, აღმოჩნდა რომ მას ინფექცია უკვე გადატანილი აქვს, ამის გამო, მასპინძელი ოჯახის რვა წევრი თვითიზოლაციასა და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მოგვიანებით მან უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ "ჟურნალისტმა არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა, ეს ამბავი ჯერ კიდევ სადავოა და კომენტარს ვერ გააკეთებს".

"სამხრეთის კარიბჭე" გთავაზობთ 22 აპრილის ჩანაწერს რუიზან ქიმაძესთან.



ვითარების გასარკვევად "სამხრეთის კარიბჭე" ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა ორივე უწყებამ ადიგენის მერიაში გადაგვამისამართა.

აღნიშნულ თემაზე პირველად მასალა "TOK.TV"-მ მოამზადა, სადაც რუიზან ქიმაძემ მედიას ჯერ დაუდასტურა, რომ მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფ პირს, 10 დღის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით კი, ამავე გამოცემასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ "შეეშალა".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჩორჩანში კორონავირუსზე ოჯახი შეამოწმეს’ - ადგილობრივები
ადიგენში 10 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა
‘გვაქვს შემთხვევები, როცა ინფექცია გადაიტანეს სტაციონარში მოხვედრის გარეშე’ - მინისტრი
ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 348 პირი იმყოფება
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაცია რეგიონში კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევას არ ადასტურებს
2 200 მასწავლებლიდან კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება 46%–მა გაიკეთა – გამყრელიძე