FM97.5 / LIVE

2 200 მასწავლებლიდან კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება 46%–მა გაიკეთა – გამყრელიძე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 17.09.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში დასასვენებლად ნამყოფი პედაგოგებიდან, კორონავირუსი შვიდს დაუდასტურდა. გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს პედაგოგებს COVID-19–ზე ტესტირება გაიკეთონ.

2 200 მასწავლებლიდან კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება 46%–მა გაიკეთა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2 200 პედაგოგიდან სავალდებულო ტესტირება 1 011–მა მათგანმა გაიკეთა.

„ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელი იმყოფებოდა ზაფხულში, აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში. ისინი დაექვემდებარენ გამოკვლევას. დღევანდელი მონაცემებით 2 200–დან მხოლოდ 1 011 მივიდა, ანუ 46 პროცენტია, აქედან შვიდს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ ისევ ვითხოვ ყველა მივიდეს გამოსაკვლევად თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რამდენი მასწავლებელი იმყოფებოდა რეგიონიდან ბოლო პერიოდში აჭარაში, ჩვენთვის უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებას დაუკავშირდა, თუმცა ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადეს.

„თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე არ მაქვს ინფორმაციის გაცემის უფლება, ყველაფერი მოგვარებულია მაგათთან [მასწავლებლებთან] დაკავშირებით, მე ვერ გავცემ ინფორმაციას, აკრძალური მაქვს, უნდა მიმართოთ ჩვენს პრესსამსახურს“.

ინფორმაცია ვერ მივიღეთ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდანაც.

„ცალკე ჩაშლილად არ გვაქვს რეგიონის მონაცემი. საქართველოს მასშტაბით 46 პროცენტი გავტესტეთ და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

„სამხრეთის კარიბჭემ“ მხოლოდ ბორჯომში არსებული მონაცემები მოიპოვა, ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა რატიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან აჭარაში 27 მასწავლებელი იმყოფებოდა, კორონავირუსი არცერთ მათგანს აღმოაჩნდა.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 937–ია, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6 633 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41–ია. გარდაცვლილია 19 პაციენტი.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსი  კიდევ  196 პირს დაუდასტურდა –  20 სექტემბერი
მასწავლებლებს რომლებიც აჭარაში იმყოფებოდნენ COVID-19-ზე შეამოწმებენ
ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 348 პირი იმყოფება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან
საქართველოში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა - 13 ოქტომბერი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 179 პირს დაუდასტურდა