FM97.5 / LIVE

‘გვაქვს შემთხვევები, როცა ინფექცია გადაიტანეს სტაციონარში მოხვედრის გარეშე’ - მინისტრი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 05.05.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ კორონავირუსი, თუმცა ეს გვიან აღმოაჩინეს.

‘გვაქვს შემთხვევები, როცა ინფექცია გადაიტანეს სტაციონარში მოხვედრის გარეშე’ - მინისტრი

იმ ფაქტს, რომ საქართველოში არის შემთხვევები, როცა პირს გადატანილი აქვს კორონავირუსი ისე, რომ სტაციონარში არ მოხვედრილა, ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს.

ამის შესახებ მინისტრს კითხვა „სამხრეთის კარიბჭეში“ 22 აპრილს გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე დაუსვეს.

მაშინ რედაქციას ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუიზან ქიმაძემ განუმარტა, რომ ადიგენის ერთ–ერთ სოფელში სტუმრად მყოფ კაცს უკვე გადატანილი ჰქონდა ვირუსი: „დღეს მას კორონავირუსი გამოუმჟღავნდა, არა როგორც აქტიური, არამედ გადატანილი დაავადება. არ ვიცი ამ ოჯახთან კონტაქტის დროს ჰქონდა თუ არა აქტიური ფაზა, ამიტომ არიან დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა მაშინ ქიმაძემ.

დღევანდელ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი მოქალაქეები, რომლებმაც კოვიდინფექცია უკვე გადაიტანეს, თუმცა ამის შესახებ თავადაც არ ჰქონდათ ინფორმაცია, არსებობენ.

„ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვს გადატანილი ინფექცია, რომლებსაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები, ასეთია რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი არის გამოკვლეული. ამ ადამიანებში ჩვენ უკვე გვყავს ისეთები, რომლებზე მონიტორინგიც დღესაც მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში 10 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა
‘ჩორჩანში კორონავირუსზე ოჯახი შეამოწმეს’ - ადგილობრივები
'მცდარი ინფორმაციაა' – ადიგენის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაზე
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
'ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს' – ტიკარაძე
20–მდე ექიმს და შსს–ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ტიკარაძე
ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა