FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაცია რეგიონში კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევას არ ადასტურებს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 29.09.2020
დღეს, 29 სექტემბერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში.

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაცია რეგიონში კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევას არ ადასტურებს

ახალი შემთხვევების შესახებ, მარინა ენდელაძემ, დღეს დილით ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამხრეთის კარიბჭე“ იმის გასარკვევად, რეგიონის რომელ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა ახალი შემთხვევები, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ განაცხადა, რომ 29 სექტემბერს რეგიონში COVID-19-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„არ ვიცი სხვამ რა თქვა, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების და რეგიონული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს ახალი შემთხვევები არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

რედაქცია ინფორმაციის გადასამოწმებლად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, ნინო მამუკაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა: „მარინა ენდელაძის განცხადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაუკავშირდეთ“.

ჯანდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა და ინფორმაციაც მათთან უნდა გადავამოწმოთ.

სატელეფონო ზარებს არ პაუსხობს მარინა ენდელაძე, რედაქცია ცდილობს მონაცემების გადამოწმებას, განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სამცხე–ჯავახეთის მხარის მიერ მოწოდებული მონაცემებით, კორონავირუსი რეგიონის სამ მუნიციპალიტეტშია გავრცელებული. ესენია: ადიგენი, ასპინძა და ნინოწმინდა, სულ 25 შემთხვევა.

ადიგენის მუნიციპალიტეტი:

ჭეჭლა – 11 შემთხვევა;
უდე – 2 შემთხვევა;
დიდი ზანავი – 5 შემთხვევა;
ღორთუბანი – 2 შემთხვევა;
ჭელა – 1 შემთხვევა;
კეხოვანი – 1 შემთხვევა;
გომარო – 1 შემთხვევა;

ასპინძის მუნიციპალიტეტი

რუსთავი – 1 შემთხვევა;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

დიდი არაქალი – 1 შემთხვევა;

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭეჭლის სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – 2 მოსწავლეს კორონავირუსი აქვს
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Covid-19: სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ახალი შემთხვევები
COVID-19-ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში – 13 ოქტომბერი
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ახალქალაქსა და ადიგენში დაფიქსირდა – 5 ოქტომბერი
ნინოწმინდაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა