FM97.5 / LIVE

‘ჩორჩანში კორონავირუსზე ოჯახი შეამოწმეს’ - ადგილობრივები

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.04.2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ექიმებმა ერთ–ერთი ოჯახის წევრები კორონავირუსზე გადაამოწმეს, დღეს, 24 აპრილს კი გაირკვა, რომ მათ ინფექცია არ აქვთ.

‘ჩორჩანში კორონავირუსზე ოჯახი შეამოწმეს’ - ადგილობრივები

როგორც ამ სოფლის მცხოვრებლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობენ, ოჯახზე დაკვირვება ექიმებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაირკვა, რომ მათთან სტუმრად იმყოფებოდა პირი, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა.

„რამდენიმე დღე აკვირდებოდნენ. სოფელში პოლიციასაც ვხედავდით. მგონი ყოველ დღე ამოდიოდნენ. გუშინ აუღეს ტესტი და როგორც დღეს გაირკვა პასუხი უარყოფითია“, - ამბობენ ადგილობრივები.

ოჯახის რამდენ წევრს ჩაუტარდა კვლევა მეზობლებისთვის უცნობია „სახლში ხუთნი ცხოვრობენ, მაგრამ სამი შვილიშვილიც ჰყავთ სტუმრად“.

შემთხვევაზე არ საუბრობენ არც ადიგენის ჯანდაცვის ცენტრში, არც ადგილობრივ თვითმმართველობაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ განყოფილებაში ამბობენ, რომ ერთადერთი რისი თქმაც შეუძლიათ ის არის, რომ ადიგენში კოვიდინფექცია არავის უდასტურდება.

ადიგენის ერთ–ერთ სოფელში რვასულიანი ოჯახის თვითიზოლაციაში გადაყვანაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ 22 აპრილს დაწერა.

სავარაუდოდ ეს ის ოჯახია, რომელზეც ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუიზან ქიმაძემ გვესაუბრა, მოგვიანებით კი ინფორმაცია უარყო.

მაშინ რუიზან ქიმაძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ადიგენის ერთ–ერთ სოფელში 10 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა, აღმოჩნდა რომ მას ინფექცია უკვე გადატანილი აქვს, ამის გამო, მასპინძელი ოჯახის რვა წევრი თვითიზოლაციასა და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მოგვიანებით მან უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ "ჟურნალისტმა არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა, ეს ამბავი ჯერ კიდევ სადავოა და კომენტარს ვერ გააკეთებს".

აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა ადიგენის მერიის პრესსამსახურმაც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მცდარი ინფორმაციაა' – ადიგენის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაზე
ადიგენში 10 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა
ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
‘გვაქვს შემთხვევები, როცა ინფექცია გადაიტანეს სტაციონარში მოხვედრის გარეშე’ - მინისტრი
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 348 პირი იმყოფება
ბორჯომში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 24 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა