FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში COVID-19–ზე ტესტის პასუხს 16 პირი ელოდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.04.2020
ახალციხის და ადიგენის „ცხელების ცენტრებში“ ოთხი პაციენტი იმყოფება, მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღეს იქნება ცნობილი. 12 პირის პასუხს ელოდებიან ბორჯომშიც.

სამცხე–ჯავახეთში COVID-19–ზე ტესტის პასუხს 16 პირი ელოდება

„ჩვენთან გუშინ ღამით შემოვიდა ორი მამაკაცი, ორივეს ანალიზი ჩავუტარეთ COVID-19-ზე, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხს ველოდებით“,– გვითხრეს ახალციხის „ცხელების ცენტრში“.

„ადიგენის ცხელების“ ცენტრში კვლავ ორი პაციენტი რჩება, ორივეს ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადააგზავნეს. როგორც ცენტრში განგვიმარტეს პასუხს ელოდებიან.

ერთი პაციენტია ახალქალაქში, რომელსაც პნევმონია და შაქრიანი დიაბეტი აქვს. „ცხელების ცენტრში“ აცხადებენ, რომ მისი ანალიზის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნას არ საჭიროებს.

ამ დროისთვის თავისუფალია ბორჯომის „ცხელების ცენტრი“. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, მათთან მყოფი გოგონა, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

კორონავირუსისი პირველი შემთხვევა ბორჯომში გუშინ 16 აპრილს დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთან კონტაქტში 13 პირია გამოვლენილი. აქედან ერთი ინფიცირებულის დაა, რომელსაც კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა, იგი ცხელების ცენტრიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ინფიცირებულთან მყოფი 12 პირის ანალიზი გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს, როგორც ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა გვითხრა, რომ პასუხები ლუგარიდან ჯერ არ მიუღიათ.

ბორჯომელი COVID-19-ით ინფცირებული ახალგაზრდა გორის ჰოსპიტალში მკურნალობს.

17 აპრილის 13:50 საათის მონამცემები stopcov.ge-ზე ასე გამოიყურება:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 370:
* მათ შორის გამოჯანმრთელებული - 79
* მათ შორის გარდაცვლილი- 3
* კარანტინის რეჟიმში - 5 035
* სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540
* უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ‘ცხელების ცენტრმა’ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი მიიღო
ახალციხიდან ლუგარის ლაბორატორიაში ორ პაციენტზე გადაგზავნილი პასუხი ცნობილია
ადიგენში ორი პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს
ადიგენის ‘ცხელების ცენტრში’  2 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში 2 პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსზე 10 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან