FM97.5 / LIVE

ბორჯომელი COVID 19–ით ინფიცირებული ახალგაზრდა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.04.2020
ახალდაბაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მასთან კონტაქტში მყოფი 12 ადამიანი კი ლუგარის ლაბორატორიის პასუხს ელოდება. ინფიცირებულის ოჯახის წევრებიდან ორი მცირეწლოვანია.

ბორჯომელი COVID 19–ით ინფიცირებული ახალგაზრდა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს
30 წლამდე პირი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, თბილისიდან ახალდაბაში 10 აპრილს ჩავიდა. მოინახულა მამიდის ოჯახი და 14 აპრილამდე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც, ინფიცირებულის მშობლები ამბობენ, მათი შვილი კორონავირუსით სავარუდოდ მედდისგან დაიფიცირდა, იგი მათი ნათესავია და თბილისში ერთად ცხოვრობდნენ.

„ჩემი შვილი თბილისიდან 10 აპრილს ჩამოვიდა. 11–ში უკვე ჩვენმა ნათესავმა დაგვირეკა ცუდად ვარ, სიცხე მაქვს და მახველებსო. ჩაუტარდა ტესტირება და პასუხი რომ გაიგეს მაშინვე დაგვირეკეს. შემდეგ ჩემს შვილს მოაკითხეს და 14 აპრილს ბაკურიანში საკარანტინო ზონაში წაიყვანეს, კორონავირუსი რომ აღმოაჩნდა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს“,– გვითხრა ინფიცირებულის მამამ.

მისი თქმით, კორონავირუსზე მისი მეორე შვილიც შეამოწმეს, თუმცა მას არ აღმოაჩნდა: „ოჯახის წევრებსაც გაგვიკეთეს ანალიზი და პასუხს ველოდებით“.

კორონავირუსით დაინფიცირებული ახალგაზრდის მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილს კონტაქტი ახალდაბაში არავისთან ჰქონია. ინფექციის დადასტურებამდე, მან ნათესავები ყვიბისში მოინახულა.

„ჩვენ უბანში სულ 11 სახლია, აქ ძირითადად ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ. მეზობლებთან არც გავდივართ და არც კონტაქტი არ ჰქონია ჩემს შვილს. მარტო მამიდასთან იყო ყვიბისში, რომელიც ნახა დაბადების დღე მიულოცა და წამოვიდა, ახლა ის ოჯახიც კარანტინშია, წაიყვანეს როგორც ვიცი“,–გვითხრა მან.

ოჯახის ექვსი წევრი მათშორის ორი მცირეწლოვანი ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს ელოდება, როგორც გვითხრეს თავს კარგად გრძნობენ და საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ.

„ჩემი გოგო, რომელსაც არ აღმოაჩნდა ვირუსი ბორჯომის კლინიკაშია, ახლა სახლში ექვსნი ვართ, ორი მცირე წლოვანია, ერთი თვეების. ანლიზი ყველას გაგვიკეთეს. თავს კარგად ვგრძნობთ სიმპტომები არ გვაქვს. ჩემს ბიჭსაც არ ქონდა არფერი განსაკუთრებული. 14–ში ჰქონდა 37 გრადუსი მხოლოდ. ახლაც როგორც ექიმები ამბობენ ის კარგად არის და ძალიან მსუბუქ ფორმებში აქვს ეს ვირუსი“,– ამბობს ინფიცირებულის დედა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბორჯომში დღეს 16 აპრილს დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში ინფიცრებულთან კონტაქტში 13 პირია გამოვლენილი. აქედან ერთი პაციენტის დაა რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 12 პირის ტესტი ბორჯომიდან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 12 პირის ტესტი ბორჯომიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს
სამცხე–ჯავახეთში COVID-19–ზე ტესტის პასუხს 16 პირი ელოდება
ახალციხის ‘ცხელების ცენტრმა’ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი მიიღო
როგორ გრძნობს თავს ბორჯომელი კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
COVID 19–ით ინფიცირებულს ბორჯომში 13 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
ბორჯომში კორნავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 12 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია