FM97.5 / LIVE

არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა – ეკატერინე ტიკარაძე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 16.04.2020
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტაძარში მრევლის დარჩენა, მიუხედავად ორმეტრიანი დისტანციის დაცვისა, მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს ვირუსის გავრცელების მხრივ. მისივე თქმით, შესაძლოა წირვაზე ხალხი არ მივიდეს და მსახურება ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.

არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა – ეკატერინე ტიკარაძე


„მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობები სწორად გადავინაწილოთ და სწორად გავიაზროთ ის საფრთხე, რომელის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას. ჩვენ ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ როგორი ტრაგედია დატრიალდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ რეკომენდაციის არდაცვის გამო. კორეაში გვაქვს მაგალითი, სადაც ინფექციის გავრცელება ძალიან კარგად იმართა. რეკომენდაციების არგათვალისწინების გამო, ტრაგედია დატრიალდა ირანში, ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი გვაქვს იტალიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია ჩვენგან ყოველდღიურ რეჟიმში ჟღერდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა აქვთ.

„ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“ – აღნიშნავს ტიკარაძე.

თუმცა საპატრიარქოს ბოლო ინფორმაციით სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში ჩვეულებრივად ჩატარდება, პატარა ტაძრებში კი, მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით იდგება . მათივე თქმით, მრევლი ე.წ კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა, ხოლო ტაძარს დილის 06:00 საათზე დატოვებს .

31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება, ხოლო 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.ასევე, 15 აპრილიდან, ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვალა 10 დღით აიკრძალა აიკრძალა.
დღეის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 336 დადასტურებული, 74 გამოჯანმრთელების და 3 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი
‘რეკომენდაცია რჩება უცვლელი’ – ტიკარაძე ეკლესიაზე
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია
COVID-19 - მეზობელი ქვეყნები და საქართველო
ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით
'აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით' – ექიმი ლევან ხარაშვილი