FM97.5 / LIVE

ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.04.2020
ბორჯომში სასულიერო პირები ამბობენ, ტაძრებში ლიტურგია დილით დაიწყება. სააღდგომო მსახურება ღამით მხოლოდ მონასტრებში ჩატარდება. როგორ აღესრულება ღვთისმსახურება ახალციხის ტაძრებში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით

ბორჯომის წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, იოანე ხეცურიანი ამბობს, რომ ეპარქიის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურიგია დილით ჩატარდება. ტაძრების ნაწილში წირვა 10:00 საათზე, ნაწილში კი 09:00 საათზე დაიწყება.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.

„ყველა მოქმედ ტაძარში იქნება ლიტურგია დილით, ხოლო ღამე იქნება მონასტრებში. საერო ტაძარში ყველგან იქნება დილით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს ტაძრებში იმხელა ეზოები, რომ ხალხი დადგეს მთელი ღამის განმავლობაში. ამიტომ დაცული, რომ იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული რეკომენდაციები, დილით ჩავატარებთ“,– აღნიშნა ბორჯომის წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა, იოანე ხეცურიანმა.

მწვანე მონასტერში საღმრთო ლიტურგია ღამით შესრულება. ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ მრევლიც შეძლებს დასწრებას, თუმცა მცირე რაოდენობით.

„ჩვენთან ღამისთევა ჩატარდება, ალბათ მრევლიც მოვა მცირე ნაწილი, რადგან გავაფრთხილეთ, რომ ნაწილი ლიტურგიას დილით დაესწროს ბორჯომის სხვა ტაძრებში“,– განაცხადა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის არქიმანდირტმა იოაკიმემ.

მისი თქმით, მონასტერში ღვთისმსახურება უსაფრთხოების წესების დაცვით აღესრულება.

„ორმეტრიანი დისტანციით მონიშვნები გვაქვს გაკეთებული, დაახლოებით 40–მდე ადამიანი ეტევა. ამდენი არც მოვა, დღეს გარდამოხსნაზე სულ 20 კაცი იყო მოსული, როცა 60 ადამიანი მოდიოდა ხოლმე. ვინც ტაძარში იქნება ყველას დაურიგდება პირბადე“,– აღნიშნა არქიმანდიტრმა მამა იოაკიმემ.

ახალციხის ამაღლების სახელობის ტაძრის დეკანოზის, ნიკოლოზ აბრამაშვილის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, როგორც ჩატარდება ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია.

„ჯერ არ ვიცით როგორ იქნება ჩენს ტაძარში სააღდგომო ლიტურგია, სავარაუდოდ ღამისთევით ჩატრდება, მაგრამ ეს დაზუსტებული არ არის“,– გვითხრა დეკანოზმა ნიკოლოზ აბრამაშვილმა.

15 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამებაში სააღდგომო ლიტურგია 'კომენდანტის საათის' დროს დაიწყება
აღდგომის ღამე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში [Photo]
ახალციხის ტაძრებში მრევლი სააღდგომო ლიტურღიის დაწყებას ელოდება  [ფოტო]
აღდგომის ღამისთევა ამაღლების ტაძარში [Video]
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი
პატრიარქის კურთხევით, სამი დღე თევზით ხსნილი იქნება