FM97.5 / LIVE

საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.04.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ჰქონია, ამას კი ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მიაღწიეს.

საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე

„საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ჩვენ ვმართეთ ვირუსის გავრცელება. ჩვენ გვაქვს ის პლატო რაც დღესდღეობით გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ ჩვენ არ გაგვეზრდება ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ რა თქმა უნდა მუდმივარდ მოლოდინში ვართ, რომ შეიძლება დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ყველა პაციენტის მკურნალობა სტაციონარში შეუძლიათ.

„ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში და ის მობილიზაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს საკარანტინო ზონებში განხორციელებული, რა თქმა უნდა ძალაში რჩება. თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“, –აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ექიმების დეფიციტი არ არსებობს, მიუხედავად დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალისა. მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მოხდეს მედპერსონალის ჩანაცვლება იმ რეგიონებში სადაც პერსონალი დაინფიცირდა.

მისი თქმით, გამოკვლეული იქნა ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა სიმპტომი და წარმოადგენდა საეჭვო კონტაქტს.

„ეს არის აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა. როცა ჩვენ ჩვენს უცხოურ კოლეგებთან კონსულტაციებს გავდივართ, მათი მიდგომაც სწორედ ისეთია, როგორიც აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა გაგრძელდება ისეთი, როგორიც არის, რადგან ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ჩვენი მხრიდან ხორციელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ტესტების მარაგების რაოდენობა მუდმივად ცვლადია და ქვეყანაში ტესტები შეფერხების გარეშე შემოდის.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

მზად ვართ შევცვალოთ პროტოკოლი და 7 დღეში ერთხელ გავუკეთოთ ტესტირება – ტიკარაძე მედპერსონალზე
ჯანდაცვის მინისტრი: 'ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში'
‘ახლა რომ სექტემბერი იყოს, დავიწყებდით სწავლას’ - ტიკარაძე
ტურისტებს  COVID-19-ზე აეროპორტში შეამოწმებენ
‘გვაქვს შემთხვევები, როცა ინფექცია გადაიტანეს სტაციონარში მოხვედრის გარეშე’ - მინისტრი
რა შემთხვევაში დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება