FM97.5 / LIVE

‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 15.04.2020
სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში ჩვეულებრივად ჩატარდება, პატარა ტაძრებში კი, მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით იდგება - ასეთია საპატრიარქოს განმარტება მთავრობასთან შეთანხმების შესახებ. მათივე თქმით, მრევლი ‘კომენდანტის საათის’ დაწყებამდე მივა, ხოლო ტაძარს დილის 06:00 საათზე დატოვებს .

‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობასთან ერთად მიიღეს, მრევლისთვის შეღავათიანი პირობაა.

„გათვალისწინებული იქნება ის მითითება, რაც სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ის ვისთვისაც შეუძლებელია ღამისთევის წირვაზე დასწრება, შეუძლია მეორე დღეს მივიდეს.
ასევე ჯაღმაიზემ აღნიშნა რომ, აღდგომის დღესაწაულზე ტრაპეზი არ გაიმართება რადგან ეს გამოიწვევს ბევრი ხალხის თავშეყრას.
„სასურველია, რომ სადღესასწაულო, ტრადიციული ტრაპეზი არ გაიმართოს იმიტომ, რომ ეს დამატებით სირთულეს ქმნის, სუფრაზე ბევრი ხალხის თავმოყრა. ამიტომ, რეკომენდაციაში შედის ესეც“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

დღესვე შეთანხმების შესახებ ბრიფინგი გაიმარტა საქართველოს მთავრობაშიც. მათი ინფორმაციით, დიდ ტაძრებში მრევლი ორ მეტრიან დისტანციას დაიცავს, მცირეში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება, ხოლო 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

15 აპრილიდან, ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვალა 10 დღით აიკრძალა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა – ეკატერინე ტიკარაძე
აღდგომის მსახურების დეტალები ხვალ გახდება ცნობილი - საპატრიარქო
‘დიდ ეკლესიებში დისტანციას დაიცავენ, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან’ - მთავრობა
სამებაში სააღდგომო ლიტურგია 'კომენდანტის საათის' დროს დაიწყება
ახალციხის ტაძრებში მრევლი სააღდგომო ლიტურღიის დაწყებას ელოდება  [ფოტო]
'აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით' – ექიმი ლევან ხარაშვილი
კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა