FM97.5 / LIVE

Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.04.2020
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ვირუსის ყველაზე ცხელი წერტილი თურქეთია, სადაც ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. 60 ათასს აჭარბებს კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში. სომხეთსა და აზერბაიჯანში კი ვირუსი 1 500 ზე მეტ ადამიანს აქვს.

Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია

კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს სომხეთში, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 1523 შეადგინა, საიდანაც გამოჯანმრთელებულად 659 ითვლება. ქვეყანაში ვირუსით 24 ადამიანია გარდაცვლილი.

21 აპრილის შემდეგ ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა აზერბაიჯანში, 1 548 ინფიცირებულიდან 948 უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-19-ს აქ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს რუსეთში, სადაც 555 გარდაცვალებიდან 42, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსი 4 891–მა ადამიანმა დაამარცხა. ინფიცირებული კი 62 773–ია.

თურქეთში გასულ 24 საათში ვირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა, 3 083 კი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ის 98 674 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2 376 გარდაცვალების და 16 477 გამოჯანმრთელების.

4 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული დღეს საქართველოში. ამ დროისთვის ქვეყანაში 111 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილია, 304 ადამიანი კი COVID-19 –ს ჯერ კიდევ ებრძვის.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რასაც 31 მარტს საყოველთაო კარანტინი და ე.წ კომენდანტის საათი დაემატა. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება, ხოლო 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დაუშვებელია გადაადგილება. ასვე, 17 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა. 27 აპრილამდე სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დახურულ სივრცეებში კი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

COVID-19 - მეზობელი ქვეყნები და საქართველო
Covid-19 -საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ის 10 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
24 საათში  მსოფლიოში კორონავირუსის 86 496 ახალი შემთხვევა დადასტურდა

COVID-19: მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში
Covid-19 საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
COVID-19: რა ხდება მეზობელ ქვეყნებში