FM97.5 / LIVE

ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 09.04.2020
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტიდან, შვიდს მძიმე პნევმონია აქვს, კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მკურნალობის მიუხედავად დაავადება, მაინც პროგრესირებს.

ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს

როგორც, თბილისის ინფექციური საავდამყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი რჩება, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 37 პირი.

„ამ ეტაპზე დადასტურებული 33 პაციენტი გვყავს, მათი ჯანმრთელობის მდგომარება თითქმის უცვლელია. მძიმე პნევმონიით გვყავს შვიდი პაციენტი, აქედან ორი შედარებით არის მძიმე. რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა დაავადება მაინც პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულადაც არა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი ხუთი პაციენტი ჯერჯერობით, როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა ასე ფასდება,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში დღის განმავლობაში 10 პაციენტზე გაკეთდება ტესტი, აქედან ექვსი საეჭვო შემთხვევაა, ხოლო ოთხს განმეორებით უტარდება.

საქართველოში 9 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 4 722 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 408. ინფექციას ქვეყანაში სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამივე მათგანი 70 წელს გადაცილებულია.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 მოზარდიდან 5 გამოჯანმრთელდა
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი პაციენტებიდან ხუთს პნევმონია აქვს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა