FM97.5 / LIVE

‘ტაოს’ მორაგბეები კარანტინში ® [ვიდეო]

მთავარისიახლე, რეკლამა 08.04.2020
„მნიშვნელოვანია დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანაში მოქმედებს. ეს ყველაზე კარგი რამაა, რაც ერთმანეთისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. ასევე, ვფიქრობ ეს დრო საუკეთესოა ფიქრისა და ახალი მიზნების დასახვისთვის. ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები. ვაგრძელებთ ვარჯიშს სახლის პირობებში“, – მოგიყვებით როგორია მორაგბეების ცხოვრება კარანტინში.

‘ტაოს’ მორაგბეები კარანტინში ® [ვიდეო]

ნიკა კაპანაძე, სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ კაცთა გუნდის კაპიტანია. ასევე, რაგბის მწვრთნელობას ითავსებს და ახალგაზრდებს ავარჯიშებს სოფელ აწყურში.

ნიკა ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ისევე როგორც სხვები, „ტაოც“ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

„აღარც შეკრებები გვაქვს ასპინძაში და ვეღარც ახალგაზრდებს ვავარჯიშებ. გუნდის წევრები ვცდილობთ სახლის პირობებში ვივარჯიშოთ. სოციალურ ქსელში, „ტაოელების“ ჯგუფი გვაქვს გაკეთებული და იქ ვკონტაქტობთ. ერთმანეთს ვუზიარებთ სხვადასხვა ვარჯიშებსა და აპლიკაციებს. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, გვინდა ფორმაში ვიყოთ და უფრო მეტი შემართებით ვითამაშოთ“, – ამბობს ნიკა.



ზაზა ბურძენიძეც „ტაოს“ მორაგბეა. თანაგუნდელების მსგავსად, ისიც დისტანციურ რეჟიმზეა. ეზოში მოაწყო სავარჯიშო კუთხე და ყოველდღე ვარჯიშობს. ამბობს, რომ ფიზიკურ აქტივობას ინარჩუნებს, მაგრამ გუნდური შეკრებები და ერთად ვარჯიში მოენატრა.
„იმედი მაქვს, მალე დავამარცხებთ ვირუსს და ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს“, – ამბობს ზაზა.

‘ტაოს’ მორაგბეები კარანტინში ® [ვიდეო]

„სამხრეთის კარიბჭე“ გუნდის კიდევ ერთ წევრს, დავით ვედიაკოვს გაესაუბრა.

„ძალიან კარგია ყოველდღიური ვარჯიშები, იმისთვის, რომ ფორმაში ვიყოთ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ვარჯიში, ბურთთან კონტაქტით. ჩემი ძმა, გიორგიც მორაგბეა და ერთად ვვარჯიშობთ ხოლმე. ასე უფრო გვიადვილდება“, – ამბობს დათო.

გარდა, სახლის პირობებში ვარჯიშისა, დათომ ფიზიკური აქტივობისთვის „კემპინგს“ მიმართა. მეგობართან ერთად ორდღიანი ტურით, ურავლის მთები მოიარა:

‘ტაოს’ მორაგბეები კარანტინში ® [ვიდეო]

„ჩემთვის ლაშქრობაზე სიარული აქტიური დასვენების ერთ–ერთი საყვარელი საშუალებაა. მითუმეტეს ახლა, როცა თითქმის სულ სახლში გვიწევს ყოფნა, საუკეთესო ხერხია ფიზიკური აქტივობისა და სულიერი განტვირთვისთვის. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანაში მოქმედებს. ეს ყველაზე კარგი რამაა, რაც ერთმანეთისთვის და საზოგადოებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. ასევე, ვფიქრობ ეს დრო საუკეთესოა ფიქრისა და ახალი მიზნების დასახვისთვის. მიუხედავად იმისა, მორაგბეები ვიცავთ ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები. ყოველდღიურად ვაგრძელებთ ვარჯიშს სახლის პირობებში. ვცდილობთ მაქსიმალურად საინტერესოდ და ნაყოფიერად გამოვიყენოთ ეს დრო“, – ამბობს დათო.

‘ტაოს’ მორაგბეები კარანტინში ® [ვიდეო]
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო ურავლის მთაში

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო, გადაიდო ყველა სპორტული შეხვედრა. მათ შორის, გაურკვეველი ვადით შეწყდა რაგბის ქვეყნისშიდა ჩემპიონატები.

სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ 12 მარტიდან შეაჩერა სამწვრთნელო ვარჯიშები. სიტუაციის დასტაბილურებისა და საყოველთაო კარანტინის მოხსნის შემდეგ, სარაგბო კლუბი „ტაო“, ვარჯიშებს განაახლებს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს
რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ზესტაფონის ‘არწივები’ დაამარცხა
„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება
რაგბის კლუბი  ‘ტაო’  პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს
ახალგაზრდა  რაგბისტები  აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]