FM97.5 / LIVE

ახალგაზრდა რაგბისტები აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.06.2019
„ტაოს“ მორაგბეები, ნიკა კაპანაძე და ოთო ტალახაძე, სამი თვეა, ახალგაზრდებს რაგბს უსასყიდლოდ ასწავლიან. მათ გუნდი სოფელ აწყურში ჩამოაყალიბეს და კვირაში ორჯერ, 35 ბავშვს ავარჯიშებენ.

ახალგაზრდა  რაგბისტები  აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბის „ტაოს“ მორაგბეები ნიკა და ოთო, აწყურელი ახალგაზრდების მოსამზადებლად სოფელში კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს ჩადიან.

„რატომაც არა! როდესაც არის განვითარებული ქუთაისში, თბილისში, რატომ არ უნდა იყოს ახალციხეში?!“ – გვეუბნება ოთო.

ბავშვების მომზადება მარტიდან დაიწყეს. რაგბისტები ამბობენ, რომ მოსწავლეების მხრიდან, დაინტერესება თავიდანვე დიდი იყო. გუნდის თითოეულმა წევრმა მარტივად აითვისა თამაშის წესები. დაბრკოლებების და ფინანსური ბარიერების მიუხედავად, კვლავ აგრძელებენ ახალგაზრდა მორაგბეების წვრთვნას.ფიქრობენ, რომ აწყურელი ახალგაზრდებისაგან სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი შექმნან, რომელიც A ან B ლიგაში ითამაშებენ.

„ჩვენი ხარჯებით დავდივართ და უსასყიდლოდ ვავარჯიშებთ ბავშვებს. ისე გვიყვარს ეს საქმე, რომ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ“, – გვეუბნება ნიკა
ოთომ და ნიკამ რაგბის თამაში 15–16 წლის ასაკიდან დაიწყეს. ფიქრობენ, რომ საუკეთესო ასაკი რაგბის შესასწავლად 6–7 წელია, ამ პერიოდში ბავშვი უფრო კარგად ითვისებს რაგბის ტექნიკას.

ახალგაზრდა  რაგბისტები  აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]

ნიკა კაპანაძე და ოთო ტალახაძე

„ვცდილობთ,რომ მეგობრული დამოკიდებულება გვქონდეს ბავშვებთან, რომ სირთულეებმა თავი არ იჩინოს და მათთვის გასაგებ ენაზე ვისაუბროთ“, – ამბობს ოთო.

მათი საქმიანობა მარტო ვარჯიშებით არ შემოიფარგლება. ბავშვებს აძლევენ შესაძლებლობას, შეჯიბრებებზე და ფესტივალზე მიიღონ მონაწილეობა. ცდილობენ, გახადონ ახალგაზრდები უფრო მებრძოლები და კონკურენტუნარიანები.

„რაგბის განვითარება დაფინანსების გარეშე შეუძლებელია.თუ დაფინანსება საკამრისი იქნება, მოეწყობა უფრო მეტი სტადიონი, სავარჯიშო მოედანი და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც გაზრდის რეგიონში რაგბის მიმართ დაინტერესებას და დაეხმარება სპორტსმენებს, მიაღწიონ საკუთარი შესაძებლობების მაქსიმუმს. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობისგან გვაქვს მხარდაჭერა, ირაკლი გვენეტაძე[სარაგბო კლუბ „ტაოს“ პრეზიდენტი] გვეხმარება“, – ამბობს ოთო.

ნიკაც და ოთოც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლობენ. ოთო ისტორიის, ნიკა კი აგრონომიის მიმართულებით. ცდილობენ, მაქსიმალურად შეუთავსონ ერთმანეთს წვრთნები და სწავლა.

ახალგაზრდა  რაგბისტები  აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]

ვიტალი არუთიუნოვი

14 წლის ვიტალი არუთიუნოვი ერთ–ერთი მათგანია, ვისაც „ტაოელები“ ყოველკვირეულად ავარჯიშებენ. თამაში 9 ნომრის პოზიციიდან მოსწონს. მისი მოვალეობაა, შეტევისას, როცა თანაგუნდელს შეუბოჭავენ, ბურთი გამოიტანოს და კვლავ გაათამაშოს.

„როდესაც ვმარცხდებით, ვწუხვარ, მაგრამ ვხვდები, რომ მოგებას ვისწავლით წაგებით და, ასევე, წაგების დროს ვუკვირდები ჩემს შეცდომებს და ვცდილობ, რომ გამოვასწორო. მსურს, რომ ვითამაშო საქართველოს ნაკრებში „9“ ნომრად და საქართველოს მოვუტანო გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე. როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ, მიხარია“, – ამბობს ვიტალი.

მისთვის რაგბში ყველაზე პრიორიტეტულია მეგობრობა , ერთობა და გუნდურობა. კვირაში ორჯერ ვარჯიშობს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომაც მეგობრებთან ერთად სტადიონზე ხშრად დადის.

ვიტალის რჩეული მორაგბე საქართველოს ნაკრების მეცხრე ნომერი ვასილ ლობჟანიძეა, ხოლო საყვარელი გუნდი – „ტაო“.



ბეჟანი ქიმერიძე, სანამ რაგბით დაინტერესდებოდა, ფეხბურთს მისდევდა და რჩეული სპორტიც ის იყო. ახლა როგორც დანარჩენები, ისე ბეჟანიც ფიქრობს, მომავალი გეგმები რაგბს დაუკავშიროს. ცდილობს, რომ სულ უფრო და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

„ყველაზე კარგად 12 ნომრის პოზიციიდან გამომდის თამაში. როდესაც 9 ნომერი გამოიტანს ბურთს, ჯერ აძლევს 10 ნომერს, რომელიც გადააწოდებს 11–ს და ის აწვდის 12 ნომერს, რომელიც არის შეტევის გამგრძელებელი, ანუ ცდილობს, მივიდეს მოწინააღმდეგის ლელოსთან“, – გვიხსნის ბეჟანი.

ბეჟანმა, ოთოს და ნიკას დახმარებით, რაგბის ძირითადი ილეთები და ვარჯიშები ისწავლა: „თავიდან აზრზე არ ვიყავი, როგორ კეთდებოდა პასი ან როგორ კეთდებოდა ბოჭვა, მაგრამ ჩემმა მასწავლებლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მე ეს ყველაფერი მესწავლა“.

ახალგაზრდა  რაგბისტები  აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]

დავით ღავთაძე

დავით ღავთაძე, მეგობრებთან ერთად, შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. მას ორჯერ მიეცა საშუალება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო. პირველ შეჯიბრებაზე იმყოფებოდა ასპიძაში, სადაც დიპლომი გადასცეს; მეორედ კი, ახალქალაქში ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასევე დააჯილდოვეს.

„ყოველ დღე მეგობრებთან ერთად ჩამოვდივარ სტადიონზე სათამაშოდ და მინდა, რომ უფრო დავხვეწო ტექნიკა“, – გვეუნება დავითი და გვიხსნის, რომ წარმატებას მხოლოდ ბევრი შრომითა და დაუზარლობით მიაღწევს.

დავითი, ძრითადად, 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობს. ფიქრობს, რომ მისი კარიერა ამ ციფრთან და რაგბთან იქნება დაკავშირებული.

ახალგაზრდა  რაგბისტები  აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]

საბა გაჩეჩილაძე

საბა ყველაზე პატარა მორაგბეა აწყურში. 10 წლის გახდა თუ არა, შესაძლებლობა მიეცა რაგბის თამაში ესწავლა. რამდენიმეთვიანი ვარჯიშის შემდეგ, შეჯიბრებებშიც მიიღო მონაწილეობა.

„ყველაზე პატარა ვარ და ძალა არ მაქვს, მაგრამ მონდომებული ვარ, რომ რაგბი ვითამაშო“, – გვიხსნის საბა.
ვიტალის მსგავსად, მასაც 9 ნომრად უყვარს თამაში.

რაგბის თამაშისკენ მისმა მეგობრება უბიძგეს. ერთხელ, როცა ვარჯიშზე მეგობარს წაჰყვა და უცდიდა, თამაში მოუნდა. რამდენიმე ვარჯიშის ყურების შემდეგ, მოძრაობები დაიმახსოვრა და გაუჩნდა სურვილი, საფუძვლიანად ესწავლა თამაში.

მისი ფავორიტი სარაგბო კლუბია „ტაო“. კითხაზე, თუ რატომ „ტაო“, გვპასუხობს, რომ ეს გუნდი მისია. სამომავლო გეგმებზე კი გვიპასუხა, რომ მას ასპინძაში „ტაოს“ ბაზაზე სურს თამაში.

სარაგბო გუნდი „ტაო“, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი აფინანსებს, 2016 წელს დაარსდა.

„ტაო“ საქართველოს ჩემპიონატში სამი გუნდით ასპარეზობს. მათგან უმცროსი ასაკის გუნდები სამოყვარულო – A და B ლიგაში, ხოლო „კაცთა გუნდი“ პირველ ლიგაში თამაშობს, რომელიც ნახევრად პროფესიონალურია.

აწყურის გარდა, „ტაოს“ სხვა მორაგბეები, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 250–ზე მეტ ახალგაზრდას ასწავლიან.



ახალგაზრდა  რაგბისტები  აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]

[თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაგბის გუნდი  'ტაო' 'ჭიათურას' დაუპირისპირდება
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]
რაგბის გუნდი ‘ტაო’ ფოთში ‘კოლხ რაინდებთან’ შესახვედრად ემზადება
რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ზესტაფონის ‘არწივები’ დაამარცხა
რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®
„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს