FM97.5 / LIVE

'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 01.04.2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი ტესტების გამოყენებას კლინიკები უახლოეს მომავალში დაიწყებენ – ამასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

მისივე თქმით, იგეგმება კიდევ 2 000 ანტიგენ ტესტის დამატება.

„თითოეულ კლინიკაზე გამოყოფილია ლაბორატორია, რომელიც გარდა ლუგარის და სხვა ლაბორატორიების, გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს მხოლოდ დადებითი პასუხის გადამოწმება PCR ტესტირებით. ეს სქემა უკვე აწყობილია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ახალი ალგორითმით ტესტირება ჩაუტარდება პაციენტთა სამ ჯგუფს. ესენია: პირველი – სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას; მეორე – პირები, რომელთაც მოგზაურობის ანამნეზი არ აქვთ და სამედიცინო დაწესებულებებს ცხელებით მიმართავენ და მესამე – პირები რომლებიც მაღალი რისკის მქონე კონტაქტებად მოიაზრებიან. ეს ჯგუფი მოიცავს სამედიცინო პერსონალს და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მყოფ პირებსაც.

გაბუნიას თქმით, ალგორითმის მიხედვით, სიმპტომების არმქონე პაციენტების შემოწმება არ არის მიზანშეწონილი და გათვალისწინებული.

ამ დროისთვის [ 14:18] საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული და 22 გამოჯანმრთელების შემთხვევაა დაფიქსირებული.

COVID 19-ის გავრცელების გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, ასევე 21:00–დან 6:00 საათამდე მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘საქართველოში 40-მდე კლინიკა მზად არის ცხელებიანი პაციენტების  მისაღებად’ – თამარ გაბუნია
სწრაფი ტესტის გაკეთებასაც ექიმის დანიშნულება სჭირდება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
‘შაბათ-კვირიდან ახალი ალგორითმით ვიწყებთ მოქმედებას’ - მინისტრი
ადიგენიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია
ვის ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტირება - ახალი პროტოკოლი
‘შეიძლება პიკი არც არასდროს მივიღოთ’ – თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევებზე
ონლაინ–კლინიკები კვირის ბოლომდე რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი – თამარ გაბუნია