FM97.5 / LIVE

ონლაინ–კლინიკები კვირის ბოლომდე რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი – თამარ გაბუნია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 31.03.2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ონლაინ–კლინიკები კვირის ბოლომდე რეგიონებშიც მოემსახურება პაციენტებს. ამ ეტაპზე 100 ექიმი იქნება ჩართული.

ონლაინ–კლინიკები კვირის ბოლომდე რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი – თამარ გაბუნია

აქამდე 112-თან დაკავშირებული ონლაინ–კლინიკები თბილისის პირველადი ჯანდაცვის ოთხ ცენტრში მოქმედებდა.

„დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამ მოდელის გაფართოებაზე, მოდელი მუშაობს ძალიან ეფექტურად რაც თვალსაჩინოდ უჩვენებს იმ შედეგებს, რომელიც მან შეიძლება მოიტანოს როგორც გრიპის შემთხვევების ეფექტურად მართვის, ასევე კორონავირუსის შემთხვევების მართვის. მოდელის გაფართოება კვირის ბოლომდე მოხდება რეგიონებშიც და ასევე თბილისის კიდევ სხვა დამატებით ცენტრებში. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ზარების რაოდენობამ მოიმატოს,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მოხდა 24 კლინიკის იდენტიფიცირება და მედიკოსების ტრენინგიც დასრულებულია. გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე ასევე გადამზადებულია 100 ექიმი.

„ტრენინგები გუშინ პრაქტიკულად დასრულდა. ამ კვირაში კიდევ დაზუსტდება დამატებითი დეტალები ტესტირების შემდეგ და სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც დაუკავშირდება ცხელების შემთხვევაში პაციენტის წუხილს და მისცემს მას სწორ მიმართულებას: დარჩეს ბინაზე, დაუკავშირდეს ისევ სასწრაფოს, თუ საჭიროა დაუყოვნებლივ გადაყვანა ცხელების კლინიკაში, ან კორონავირუსიანებისთვის განკუთვნილ კლინიკაში“, – ამბობს გაბუნია.

საქართველოში 31 მარტის 16:30 საათის მონაცემებით კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული, 21 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 995 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 278.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შეიძლება პიკი არც არასდროს მივიღოთ’ – თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევებზე
‘საქართველოში 40-მდე კლინიკა მზად არის ცხელებიანი პაციენტების  მისაღებად’ – თამარ გაბუნია
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
სამცხე–ჯავახეთის ცხელების ცენტრში ოთხ პირს აკვირდებიან
თსსუ–ს პირველს საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილის პასუხს ელოდებიან
ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა