FM97.5 / LIVE

სწრაფი ტესტის გაკეთებასაც ექიმის დანიშნულება სჭირდება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჩინეთიდან სწრაფი ტესტების შემოტანა ეტაპობრივად იწყება, მანამდე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს არსებული ტესტების გამოყენებას.

სწრაფი ტესტის გაკეთებასაც ექიმის დანიშნულება სჭირდება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას. რასაც აქამდე იყენებდა, რაც შეეხება ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ეს არის ის მოდელი, რაც სამხრეთ კორეაში იყო გამოყენებული, ვფიქრობთ, რომ ჩამოვა კვირის ბოლოს. ხვალ უკვე დაიწყება ტესტების ტრანზიტი ჩინეთიდან, შემდეგ ველოდებით ეტაპობრივად დამატებითი რაოდენობას და ის 200 000 ტესტი, რაც იყო დაანონსებული უკვე აპრილში იქნება. შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სწრაფი ტესტები, რომლებიც საქართველოში ჩინეთიდან შემოდის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება.

„აუცილებლად უნდა გქონდეთ ექიმის დანიშნულება. ტესტები გამოიყენება მიზნობრივად. ის ძვირფასი რესურსი, რაც გვაქვს ჩვენ ტესტის სახით არ უნდა გაცდეს ისე, რომ მოქალაქეც დამშვიდდეს უსაფუძვლოდ, რომ მას ტესტი უარყოფითი აქვს, და ამავე დროს კვალავ მაღალი რისკის ქვეშ დარჩეს. ამდენად ეპიდემიოლოგიური და საექიმო შეფასება აუცილებელია ტესტის ჩასატარებლად. ძალიან გთხოვთ, ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ როდესაც ტესტები ქვეყანაში შემოვა, შეგვიძლია მარტივად მივიდეთ და გავიკეთოთ ტესტი. ამას სჭირდება წინაპირობა და ექიმის შეფასება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სწრაფი ტესტირების დაწყება მომდევნო კვირიდან იგეგმება, როდესაც უკვე ანტიგენზე დამყარებული ტესტები ჩამოვა ქვეყანაში.

საქართველოში 24 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული. 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩინეთმა საქართველოს 420 000 აშშ დოლარის სწრაფი ტესტები აჩუქა
სწრაფ ტესტებს პირველ რიგში მარნეულში გამოიყენებენ
'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია
ხვალიდან სწრაფი ტესტების შემოტანას ველოდებით - ჯანდაცვის მინისტრი
‘შეიძლება პიკი არც არასდროს მივიღოთ’ – თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევებზე
თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა ®

ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა