FM97.5 / LIVE

‘საქართველოში 40-მდე კლინიკა მზად არის ცხელებიანი პაციენტების მისაღებად’ – თამარ გაბუნია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 31.03.2020
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგიონებში 40–მდე კლინიკა შეძლებს მოემსახუროს ცხელებიან პაციენტებს. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებების მომზადება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ეს გადაწყვეტილება კლინიკებში რიგებს განტვირთავს.

‘საქართველოში 40-მდე კლინიკა მზად არის ცხელებიანი პაციენტების  მისაღებად’ – თამარ გაბუნია

„უკანასკნელ ხანებში ჩვენ გვქონდა პრობლემა კლინიკებთან ცხელებიანი პაციენტების მიღებაზე და ხდებოდა გადამისამართება ცენტრალიზებულ კლინიკებში, თუმცა რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილი იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ მიიღონ და გაუწიონ საწყისი შეფასება და ტირაჟი იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მათ მიმართავს. სწორედ ამიტომ უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც გამოყოფს ცხელების ზონას, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით, იმგვარად რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ პაციენტებს ცხელებით. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში გამოდის 40-მდე კლინიკა. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ ერთზე მეტი პაციენტის დაყოვნება ვერ მოხერხდება და ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდებით გადავამისამართოთ პაციენტები დროულად უახლოეს რაიონულ კლინიკებში,“ – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც, გაბუნია ამბობს დიდი კლინიკები უკვე მობილიზებულები არიან რათა მიიღონ მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები.

„რაც შეეხება დიდ კლინიკებს, რომლებიც მობილიზირებულები არიან უკვე დიდიხანია იმისთვის, რომ მართონ, მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები, ასეთი კლინიკებიც მზადყოფნაში არიან და შემთხვევების მატებასთან ერთად უზრუნველყოფენ პაციენტების მიღებას და ჩაუტარებენ შესაბამის მკურნალობას. ასეთი კლინიკები იდენტიფიცირებულია: თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში ანუ რეგიონალურად მოცვა არის საკმაოდ დიდი,“–ამბობს გაბუნია.

საქართველოში 31 მარტის 14:30 საათის მონაცემებით კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. 21 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 995 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 278.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ონლაინ–კლინიკები კვირის ბოლომდე რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი – თამარ გაბუნია
'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია
‘შეიძლება პიკი არც არასდროს მივიღოთ’ – თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევებზე
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს
სამცხე–ჯავახეთის ცხელების ცენტრში ოთხ პირს აკვირდებიან
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 17–მდე გაიზრდა
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია – მარინა ეზუგბაია