FM97.5 / LIVE

‘შაბათ-კვირიდან ახალი ალგორითმით ვიწყებთ მოქმედებას’ - მინისტრი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 30.04.2020
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ორ დღეში ქვეყანაში ახალი ალგორითმით დაიწყებენ მუშაობას, რომლის მიხედვითაც, ტესტირებას დაექვემდებარებიან მოხუცთა თავშესაფრები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები.

‘შაბათ-კვირიდან ახალი ალგორითმით ვიწყებთ მოქმედებას’ - მინისტრი

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 30 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი ალგორითმის მზაობისა და მისი გაფართოებული შესაძლებლობების შესახებ ლაბორატორიის ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს. ვისაუბრეთ ასევე ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში არის შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან, თუ იქნება შესაძლებელი რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა. ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ, ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება. ორ დღეში უკვე იქნება გაფართოებული ალგორითმი და შესაბამისად, უკვე შაბათ-კვირიდან ჩვენ ახალი ალგორითმით მოქმედებას დავიწყებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, კვლავ ძალაში რჩება ექიმის მხრიდან დეტალური ანალიზის გაკეთება, შეგროვება და მხოლოდ ამის შემდეგ პაციენტის მიზნობრივი ტესტირება.

„ვინაიდან კოვიდის ინფექციის ყველა სიმპტომის დაფიქსირება და გამოვლენის ეტაპი სხვადასხვა ტესტით ხერხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტესტის სახეობა იყოს გამოყენებული ეფექტიურად. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება, რომელზეც საბჭო ჯერ კიდევ მსჯელობს, მიღებული იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტის კლინიკებში კვლევაზე“.

ტიკარაძე ამბობს, რომ სოციალური დისტანცირების მკაცრი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან კვლავ ძალაში რჩება, რადგანაც დღევანდელი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები მოდუნების საშუალებას არ იძლევა: „კოვიდინფექციის დაფიქსირების კონტროლირებადი ზრდა გვაქვს დღეის მდგომარეობით, მაგრამ ეს ისევე, როგორც საქართველოს, სხვა ქვეყნებსაც არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი“.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
Covid–19 – ზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და პანსიონატებში ჩატარდება
მზად ვართ შევცვალოთ პროტოკოლი და 7 დღეში ერთხელ გავუკეთოთ ტესტირება – ტიკარაძე მედპერსონალზე
‘რეკომენდაცია რჩება უცვლელი’ – ტიკარაძე ეკლესიაზე
'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია
არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა – ეკატერინე ტიკარაძე
‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე