FM97.5 / LIVE

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი მძიმე პაციენტი დაემატა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 01.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან მყოფი ინფიცირებული 32 პაციენტიდან 5–ის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი მძიმე პაციენტი დაემატა

„დაგვემატა კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი, შემოყვანისას მისი მდგომარეობა იყო საშუალოზე მძიმე მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება, მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დანარჩენი ოთხი მძიმე პაციენტის მდგომარეობა არის უცვლელი, „იცით თქვენ, რომ ამ ოთხიდან ორი გვყავს კრიტიკული რომელთა სტაბილიზება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა დანარჩენი ორის სტაბილიზაცია არის. ალბათ რამოდენიმე დღე დავაკვირდებით და ვიტყვით პროგნოზურად გამოსავალი როგორი გვექნება“.

როგორც, ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, პირველ აპრილს მათ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაემატა, რომელთა კონტაქტებიც ცნობილია. მისივე განმარტებით, covid 19–ით ინფიცირებული 115 პაციენტი საქართვლოს მასშტაბით ცხრა კლინიკაშია გადანაწილებული.

„გუშინ დილით იყო 108 პაციენტზე დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილის მონაცემებით გვყავს 115. ანუ დილიდან დღემდე დაგვემატა შვიდი შემთხვევა, აქედან ორი არის ჩვენს ცენტრში. დანარჩენი არის covid-ის მიმღებ ცხრა ცენტრში.

ეზუგბაიას განცხადებით, 115 ინფიცირებული პაციენტიდან, მათ ცენტრში 51 გადის მკურნალობას, აქედან 32 პაციენტს კორონავირუსი აქვს.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან, ერთ თვეზე მეტი გავიდა, ამ დრომდე ქვეყანაში გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით ინფიცირებული 32 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
'ორ კრიტიკულ პაციენტთან სტაბილურობა შეიმჩნევა ' - მარინა ეზუგბაია
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია