FM97.5 / LIVE

'საერთაშორისო გამჭვირვალობა' საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს

მთავარიპოლიტიკა 28.10.2013
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, რომელმაც მონიტორინგი 73 საარჩევნო ოლქიდან 66 ოლქის 300 საარჩევნო უბანს გაუწია, საარჩევნო პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა.

'საერთაშორისო გამჭვირვალობა'  საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს
დამკვირვებლებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი არ დაუფიქსირებიათ. არ ყოფილა პოლიტიკური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოზიტურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. სპეცუბნები მხოლოდ სპეციალური რეჟიმის ქვეშ მყოფი სამხედრო თუ პოლიციის თანამშრომლებისთვის იყო გახსნილი და მათში მხოლოდ ყაზარმულ მდგომარეობაზე მყოფი მოსამსახურეები აძლევდნენ ხმას.

რაც შეეხება დარღვევებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, დარღვევების უმრავლესობა პროცედურული ხასიათის იყო. ყველაზე მეტი დარღვევა საარჩევნო დღის დასაწყისში დაფიქსირდა, დღის მეორე ნახევარში კი დარღვევების რიცხვმა საგრძნობლად იკლო.

27 ოქტომბრის არჩევნებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს მასშტაბით 80-მდე პროცედურული დარღვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა კი 36 საჩივარი დაწერეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაფიქსირებულ დარღვევებს შორის იყო:
დამკვირვებლების არ შეშვება უბანზე;
მარკირების პროცედურების დარღვევით ხმის მიცემის შემთხვევები;
ხარვეზიანი სიები;
ხმის მიცემა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე;
ბეჭდების პრობლემა;
გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები;
საარჩევნო პროცესის დროებითი შეფერხება.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი
'საერთაშორისო გამჭვირვალობამ' 50-მდე დარღვევა დააფიქსირა
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების მეორე ტურს აფასებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2012 წელთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება
TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე
საიამ 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირა
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების დღეს აჯამებს