FM97.5 / LIVE

საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2012 წელთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს 370 ადგილობრივი დამკვირვებლით ამონიტორინგებს, 07:00-12:00 საათების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, გასულ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით წელს მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2012 წელთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება
"ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 20-მდე მცირე და 22 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 22 საჩივარი.

ტენდენციის სახით შეიძლება გამოვყოთ შემდეგი გარემოებები:

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ უბანზე შეიმჩნევა ბიულეტენების საჭიროზე ნაკლები რაოდენობა;

ცესკო საარჩევნო სუბიექტის წარმდგენ პოლიტიკურ პარტიას (ბლოკს) საპრეზიდენტო არჩევნების სუბიექტებად განიხილავს და შესაბამისად საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო კანდიდატს რეალურად ორი წარმომადგენელი ჰყავს, რაც, ჩვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციაა და ეწინააღმდეგება მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის მიზანს, რომლის თანახმადაც, თითოეულ სუბიექტს თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს;

სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

1. დამკვირვებლების არ შეშვება უბანზე

საბურთალოს საარჩევნო ოლქის 49-ე და თელავის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანზე ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებს არ უშვებდნენ უბანზე

2. წილისყრის გარეშე ფუნქციების განაწილება

ქობულეთის საარჩევნო ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთის წასაღებად კომისიაში წილისყრით ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი ადამიანი გამოავლინეს;

დაახლოებით იგივე მოხდა გარდაბნის 43-ე უბანზე, სადაც გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მხოლოდ ერთი წევრი შეირჩა წილისყრით, მეორე კი თავმჯდომარემ თავად დანიშვნა;

3. ბეჭდების პრობლემა

ბოლნისის საარჩევნო ოლქის 62-ე უბანზე ბეჭდებს არ გაუკეთეს ნაკვეთური და ისე დაიწყეს მისი გამოყენება. მოგვიანებით ბეჭდებს გაუკეთდა ნაკვეთური, თუმცა სინჯი არ აღებულა და არც შენიშვნა/ახსნა განმარტება დაწერილა;

მარნეულის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე თავმჯდომარემ მხოლოდ ერთ ბეჭედს გაუკეთა ნაკვეთური, დანარჩენები კი ნაკვეთურის გარეშე გამოიყენება.

4. აგიტაცია კომისიის წევრის მიერ

თერჯოლის საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და დემონსტრაციულად შემოხაზა სასურველი კანდიდატი, რაც მის მიერ აგიტაციის გაწევად უნდა იქნებს მიჩნეული.

5. საარჩევნო უბანზე შეშვება მარკირების შემოწმების გარეშე

მარნეულის 59-ე და ჭიათურის 32-ე ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა ნაწილს არ უმოწმებდნენ მარკირებას.

6. შემაჯამებელ ოქმზე ნაადრევი ხელმოწერა

ჩხოროწყუს 21-ე უბანზე დილის 10 საათისვის კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს. ხელმოწერილი ოქმი გადამალეს", - ნათქვამია ორგნიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 370 ადგილობრივი დამკვირვებელი, არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 330 საარჩევნო უბანს აკვირდება, ორგანიზაცია 73 საარჩევნო ოლქიდან 66-ს ფარავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უბნების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს. დღის განმავლობაში მობილური ჯგუფები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ უბნებს, სადაც პრობლემები წარმოიშვება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საერთაშორისო გამჭვირვალობამ' 50-მდე დარღვევა დააფიქსირა
'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი
TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე
'საერთაშორისო გამჭვირვალობა'  საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს
მე–12 აგარის უბანზე 1 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების დღეს აჯამებს