FM97.5 / LIVE

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების მეორე ტურს აფასებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 31.10.2016
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურმა მთლიანობაში მშვიდ გარემოში ჩაიარა. კენჭისყრისა და შედეგების შეჯამების პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა.

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების მეორე ტურს აფასებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 197 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 28 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მთლიანობაში არჩევნების დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა, საარჩევნო უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად გაიხსნა და დაიხურა. კენჭისყრისა და შედეგების შეჯამების პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა.

"ჩვენმა დამკვირვებლებმა მთელი დღის განმავლობაში 70-მდე მეტნაკლებად სერიოზული ძირითადად პროცედურული დარღვევა აღმოაჩინეს. ჩვენ მიერ დაიწერა 11 საჩივარი. აღნიშნულ დარღვევებს ამომრჩევლის ნების ფორმირებასა და არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნებოდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ სამივე დონეზე ძირითადად დამაკმაყოფილებლად იმუშავა. ცესკო მთლიანობაში დროულად უზრუნველყოფს კენჭისყრი სშედეგების შეჯამებას და გამოქვეყნებას. ეს უწყებ აპერიოდულად ატარებდა ბრიფინგებს ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების მეორე ტურს აფასებს


ორგანიზაცია რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
 საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიებზე, რომლებიც ყველა არჩევნებზე გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციით;
 საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის ცვლილება. მნიშნვლევანია საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს;
 ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციას ნაკლები ხარვეზით წარმართოს პროცესი, ასევე გაამარტივებს ხმის დათვლის პროცედურას;
 აუცილებელია ყველა დაფიქსირებულ დარღვევაზე დროული რეაგირება მოხდეს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, როგორც მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომებზე, ასევე უფრო სერიოზულდ დარღვევებზე, რომელზეც საუბარი იყო როგორც არჩევნების დღის ისე წინასაარჩევნო პერიოდში;
 მნიშნვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმები პროპორციულად აისახოს მათ მანდატებზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე
'საერთაშორისო გამჭვირვალობა'  საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს
'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი
არჩევნების მეორე ტურს საარჩევნო ადმინისტრაცია უცვლელი შემადგენლობით ჩაატარებს
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2012 წელთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება
'სამართლიანი არჩევნების' პარალელური დათვლის შედეგებით მარგველაშვილი ლიდერობს