FM97.5 / LIVE

TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.10.2016
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 12-დან 4 საათამდე საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციამ დაწერა 9 საჩივარი.

TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, 12:00 საათის შემდეგ სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე მოხდა ფიზიკური დაპირისპერება. ცნობისათვის ეს ის უბანია, რომელიც 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;

ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე 12:00 საათზე არ დაითვალეს გაცემული ბიულეტენების რაოდენობა და არ შეავსეს სადემონსტრაციო ოქმი;

ლაგოდეხის 26.15 ოლქის მე-4 უბანზე აღმოჩნდა დუშეთის ოლქის მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტების გარკვეული რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც რამდენიმე ამომრჩეველმა მისცა ხმა;

საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე, 39-ე, 44-ე და 48-ე უბნებზე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცედურული შეფერხებებით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციითა და ქართული ენის არცოდნით, რაც დაძაბულობას ზრდის უბნებზე;

ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ძალის გამოყენებით წაართვა ბიულეტენი, შემოხაზა სასურველი ნომერი და ცდილობდა ყუთში ჩაგდებას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა;

ქარელის 40.33 ოლქის 36-ე უბნის, ასევე, ბათუმის 69.79 ოლქის მე-8 უბანზე ამომრჩეველმა ერთზე მეტი კონვერტით მისცა ხმა;

ქარელის 40.33 ოლქის 23-ე უბანზე კომისიამ ერთ ამომრჩეველს მარკირების გარეშე მიაცემინა ხმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს 20:30-ზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 9 ოქტომბერს 12:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების დღეს აჯამებს
'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2012 წელთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება
არჩევნები - ახალქალაქი, ნინოწმინდა [განახლებადი]