FM97.5 / LIVE

'საერთაშორისო გამჭვირვალობამ' 50-მდე დარღვევა დააფიქსირა

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” არჩევნების მიმდინარეობის შესახებ, მორიგ, 12:00 - 16:00 საათების მონაცემებს აქვეყნებს, რომლიც თანახმად, ორგანიზაციამ ამ დრომდე 50-მდე დარღვევა დააფიქსირა.

'საერთაშორისო გამჭვირვალობამ' 50-მდე დარღვევა დააფიქსირა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლებმა ამ დრომდე 29 საჩივარი დაწერეს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:

ხმის მიცემა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე

ქუთაისის საარჩევნო ოლქის 112-ე და 120-ე უბნებზე იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაბამისი მოწმობის გარეშე მისცეს ხმის მიცემის საშუალება;
ქუთაისის საარჩევნო ოლქში 120-ე უბანზე ამომრჩეველს პირადობის მოწმობის ქსეროასლით მიაცემინეს ხმა.

ხმის მიცემა მარკირების პროცედურების დარღვევით

მარტვილის საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის 2 წარმომადგენელი გამოცხადდა უბანზე, რომლებმაც არ გაიარეს მარკირება, არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მითითებას და ხმა მისცეს მარკირების გარეშე. ამავდროულად, ეს პირები უხეშად ესაბრებოდნენ რეგისტრატორებსა და კომისიის წევრებს.

დაპირისპირება საარჩევნო უბანზე

კრწანისის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავლის არჩევანის" წარმომადგენელმა „ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის” სასარგებლოდ აგიტაცია გასწია, მას შენიშვნა მისცა არასამთავრობო ორგანიზაციიის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” წარმომადგენელმა. ამის შემდეგ ისინი გავიდნენ გარეთ და „მომავლის არჩევანის" წარმომადგენელი რამდენიმე ადამიანმა სცემა.

გადასატან ყუთებთან დაკავშირებული დარღვევები

თელავის საარჩევნო ოლქის 35-ე საარჩევნო უბანში გადასატან საარჩევნო ყუთს თან გააყოლეს ამ ყუთის სიაში მყოფი ხუთი ამომრჩევლის პირადობის მოწმობა. უცნობია, თუ საიდან მოხვდა საარჩევნო კომისიაში ამ პირების პირადობის მოწმობები.

უბნის დროებითი დახურვა

მცხეთის საარჩევნო ოლქის 33-ე უბანზე ხმის მიცემა დაახლოებით ნახევარი საათით შეჩერდა და უბანი დაიკეტა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კომისიის წევრები აგვარებდნენ გადასატან ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ადგენდნენ სიას.

ხარვეზიანი სიები

ბათუმის საარჩევნო ოლქის 51-ე უბანზე 80-მდე ადამიანმა საკუთარი თავი ვერ იპოვა საარჩევნო სიაში.

პრობლემა სპეციალურ უბანზე

ვაკის საარჩევნო ოლქში მე-80 სპეციალურ უბანზე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტი), საარჩევნო ყუთი არ იყო სათანადოდ დალუქული და სტაციონალური დამკვირვებლების მიერ დაიწერა საჩივრები. ადგილზე მივიდა ჩვენი მობილური ჯგუფი და პარალალურად უბანზე მივიდნენ საოლქო კომისიის წევრები, რომლებმაც დროებით შეაჩერეს ხმის მიცემის პროცედურა. ამის შემდეგ მათ მიერ მოხდა საარჩევნო ყუთის სათანადოდ დალუქვა და გაგრძელდა ხმის მიცემის პროცედურა. საბოლოოდ, მათი და საუბნო კომისიის თავჯდომარის მიერ გაკეთდა შესაბამისი შენიშვნა. ხმის მიცემის პროცესის შეჩერებამდე უბანზე ხმა მიცემული ჰქონდა 100 ამომრჩეველს და სიაში დარჩენილი იყო 55 ამომრჩეველი. ამასთანავე, საოლქო კომისიის წევრების განმარტებით აღნიშნული უბნიდან შემაჯამებელი ოქმისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ საოლქო კომისია იმსჯელებს უბნის ბათილობაზე.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 370 ადგილობრივი დამკვირვებელი, არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 330 საარჩევნო უბანს აკვირდება, ორგანიზაცია 73 საარჩევნო ოლქიდან 66-ს ფარავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უბნების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს. დღის განმავლობაში მობილური ჯგუფები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ უბნებს, სადაც პრობლემები წარმოიშვება.

ორგანიზაციამ პირველი ანგარიში, 07:00 - 12:00 მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა და დღის ბოლომდე კიდევ ერთ ანგარიშს წარმოადგენს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი
საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის
N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2012 წელთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება