FM97.5 / LIVE

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების დღეს აჯამებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.10.2016
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’ შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მეტწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების დღეს აჯამებს

„გამონაკლისი იყო მარნეულის 48-ე უბანი, რომლის მიმდებარედ მოხდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მობილიზება, რომლებმაც დაარბიეს უბნის შენობა. ამ ინციდენტზე დროული რეაგირება მოახდინეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და განმუხტეს მდგომარეობა. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ მსგავსი ქმედებების განმეორება მოსალოდნელია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 80-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა. მთელი დღის განმავლობაში დაიწერა 10 საჩივარი.

07:00 საათის შემდეგ სხვა მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

უბანზე შელაპარაკებისა და ჩხუბის 2 შემთხვევა:
 საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე უბანი
 ზუგდიდის 65.67 ოლქის მე-18 უბანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ იღებენ გადასატანი ყუთის გამყოლის წილისყრაში მონაწილეობას - 13 შემთხვევა:
 ზუგდიდის ორივე ოლქი
 ნაძალადევის 17.18 ოლქის 40-ე და 17.09 ოლქის 30-ე უბანი
 ბათუმის 68.79 ოლქის 4-ე უბანი
 ჩხოროწყუს 67.69 ოლქის 27-ე უბანი
 საგარეჯოს 23.11 ოლქის 36-ე უბანი
 გურჯაანის 24.12 ოლქის 30-ე უბანი
 ახალციხის 44.37 ოლქის 35-ე უბანი
 ფოთის 61.70 ოლქის 34-ე, 19-ე, 26-ე და 17-ე უბნები

ჩვენი დამკვირვებლების უბანზე არ შეშვების 4 ფაქტი:
 გორის 41.32 ოლქის 22-ე უბანი
 ბათუმის 69.73 ოლქის მე-8 უბანი
 კრწანისის 7.04 ოლქის მე-18 უბანი
 ქუთაისის 49.48 ოლქის 55-ე უბანი

პარტიიდან ორი წარმომადგენლის უბანზე ყოფნის 4 შემთხვევა:
 ახალციხის 44.37 ოლქის 1 უბანი
 ბოლნისის 33 ოლქის 61-ე უბანი
 ახალქალაქის 46.40 ოლქის მე-3 უბანი
 ბათუმის 69 ოლქის მე-8 უბანი

უბნის დაგვიანებით გახსნის 3 შემთხვევა:
 ქობულეთის 71 ოლქის 29-ე უბანი
 ზუგდიდის 65.67 ოლქის მე-18 უბანი
 ნაძალადევის 17.09 ოლქის 24-ე უბანი

ვადაგასული პირადობის მოწმობით ან პასპორტით ხმის მიცემის 2 შემთხვევა:
 რუსთავის 30.20 ოლქის 30-ე უბანი
 მარნეულის 35.22 ოლქის 72-ე უბანი

ორი კონვერტის გამოყენება ერთი ამომრჩევლის მიერ - 2 შემთხვევა:
 ბათუმის 69-ე ოლქის მე-8 უბანი
 ქარელის 40.33 ოლქის 36-ე უბანი

საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია ბევრგან შეიმჩნეოდა, აღსანიშნავია:
 საგარეჯო 23.11 ოლქის 38-ე, 39-ე, 44-ე და 48-ე უბნები
 ახალქალაქი 46.40 ოლქის მე-3 უბანი
 ნინოწმინდა 46.41 ოლქის მე-2 უბანი

მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა:
 ქარელის 40.33 ოლქის 23-ე უბანი

ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლის 1 ფაქტი:
 ისნის 10.05 ოლქის 23-ე უბანი („დოიჩე ველეს“ ჟურნალისტს არ მისცეს უბანზე ჯეროვანი ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება, არ იბარებდნენ მის მიერ დაწერილ საჩივარს)

კაბინაში ერთზე მეტი ადამიანის ყოფნის 2 შემთხვევა:
 ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანი
 ქარელის 40.33 ოლქის მე-13 უბანი

სხვა ოლქისთვის დაბეჭდილი ბიულეტენების გამოყენების 1 ფაქტი სხვა ოლქში:
 ლაგოდეხის 26.15 ოლქის მე-4 უბანი

სხვა ტიპის დარღვევები:
 ვანი, სამტრედია 55 ოლქის მე-10 უბანი - რეგისტრატორი წინასწარ აწერს ხელს ბიულეტენებს და ბეჭდებს ურტყამს.
 ხონის 54.55 ოლქის მე-10, მე-16, 26-ე და 28-ე უბნებზე - ბეჭდების ნომრები არ დაემთხვა მიღება-ჩატარების აქტში მითითებულ ნომრებს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ხონის ოლქში ყველა უბანში მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა.
 მარნეულის მე-11 უბანი - ნაკადის მომწესრიგებელმა რამდენი ადამიანს არ შეუმოწმა პირადობის მოწმობა, რაც შენიშვნის შემდეგ გამოასწორა.
 ბოლნისის 33.23 ოლქის 40-ე უბანი - ნაკადი მოუწესრიგებელია, უბანზე შეინიშნება ხმაური და კამათი.
 გორის 42.32 ოლქის 50-ე უბანი - რეგისტრატორების წილისყრა არასწორად იყო ჩატარებული. წილისყრის შემდეგ სახელები არ მიუთითეს. იყო ტექნიკური შეცდომა.
 ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანი - 12 საათზე არ დაითვალეს გაცემული ბიულეტენების რაოდენობა და არ შეავსეს სადემონსტრაციო ოქმი.
 ხელვაჩაურის 72.83 ოლქის 24-ე უბანი - შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული. ერთ ერთი შშმ პირი მივიდა და ვერ შედიოდა უბანზე სანამ სხვა ამომრჩევლები არ დაეხმარნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღის შემაჯამებელ შეფასებას წარმოადგენს 9 ოქტომბერს 12:00-ზე. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
რატომ იყო დაკეტილი N9 ვალის საარჩევნო უბანი
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში ერთი უბანი ბაქრაძემ მოიგო
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე
N28 ახალციხის უბანი: მარგველაშვილი 261 ხმა, ბაქრაძე -145