FM97.5 / LIVE

საიამ 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირა

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოადგენლებმა 15:00 საათამდე 20 საჩივარი დაწერეს და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს.

საიამ 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირა
საია არჩევნებს თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში აკვირდება. მათი განცხადებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საიაში ამბობენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევები ძირითადად საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობითაა განპირობებული.

დარღვევებს შორისაა საკონტროლო ფურცლების შევსებასთან და გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებული პრობლემები; დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი; პრობლემები საჩივრის ჩაბარებასთან დაკავშირებით; არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა; წილისყრის პროცედურების დარღვევები; ხმის მიცემის პროცედურის სხვაგვარი დარღვევა, მაგალითად: რუსთავის ოლქის #27-ე უბანზე გამოკრული იყო განცხადება, საარჩევნო სუბიექტის- აკაკი ასათიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. საიას დამკვირვებლის შენიშვნის გათვალისწინებით დარღვევა აღმოიფხვრა. დარღვევას ჰქონდა ადგილი ასევე დიდუბის ოლქის #4 უბანზე, სადაც კენჭისყრის კაბინაში კანდიდატების ჩამონათვალში შემოხაზული იყო ნინო ბურჯანაძე. საიას დამკვირვებლის მოთხოვნით დარღვევა აღმოიფხვრა.

"ასევე, კენჭისყრის პროცესის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები: ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო უბნებზე ერთზე მეტი დამკვირვებლით არიან წარმოდგენილნი, რაც კანონდარღვევაა. მსგავსი ფაქტები ფიქსირდება ჩუღურეთის და დიდუბის ოლქებში ეს ორგანიზაციებია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, „მწვანე დედამიწა“, „თავისუფალი არჩევანი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია.“

საბურთალოს ოლქის #73 უბანზე 9:00 საათისთვის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

15:00 საათისთვის საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდება.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის – საია
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი
დარღვევები ახალქალაქში – “მრავალეროვანი საქართველოს” მონაცემები
'საერთაშორისო გამჭვირვალობამ' 50-მდე დარღვევა დააფიქსირა