FM97.5 / LIVE

'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ჯამში 34 საჩივარი დაწერეს.

'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 16:00 - 20:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო პროცესი დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. დღის ბოლოსკენ საგრძნობლად იკლო დარღვევების რიცხვმა.

4 საათიან შუალედში შემდეგი დარღვევებია აღსანიშნავი:

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

გურჯაანის საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე 28 ამომრჩეველს არ დაუკმაყოფილდა გადასატანი ყუთის მოთხოვნა და ამ მოქალაქეებმა ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა. საოლქო კომისიამ მიზეზი არ განმარტა და, მოთხოვნის მიუხედავად, ამ მოქალაქეებს უარის შესახებ არ აცნობა.

მარკირების პროცედურების დარღვევით ხმის მიცემის შემთხვევები

ქუთაისის საარჩევნო ოლქის 35-ე უბანზე დღის განმავლობაში მივიდა 15 ისეთი ამომრჩეველი, რომელთაც აღმოაჩნდათ მარკირება, მაგრამ საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, მათ მიეცათ ხმის მიცემის უფლება, რადგან კომისიის დასკვნით, მათ მარკირება არ ჰქონდათ გავლილი;

ქუთაისის საარჩევნო ოლქის 112-ე უბანზე იგივე განმეორდა. ამჯერად სავარაუდოდ მარკირება გავლილმა 10-მდე პირმა მისცა ხმა.

სამგორის საარჩევნო ოლქის 54-ე უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება ჰქონდა გავლილი და მაინც გამოიყენა ხმის მიცემის უფლება.

საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებული დარღვევები

ხონის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე და სამტრედიის საარჩევნო ოლქის 50-ე უბანზე ბიულეტენების ნუმერაცია არათანმიმდევრული იყო და არ ემთხვეოდა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ რაოდენობას.

პრობლემები საარჩევნო სიებში

ბათუმის საარჩევნო ოლქის 72-ე უბანზე 60-მდე ადამიანმა ვერ მისცა ხმა, რადგან საარჩევნო სიიდან, დაუდგენელი მიზეზების გამო, იყვნენ ამოღებულნი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების საბოლოო შეფასებას ხვალ, ხმების დათვლის შემდეგ გამოაქვეყნებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საერთაშორისო გამჭვირვალობამ' 50-მდე დარღვევა დააფიქსირა
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
'საერთაშორისო გამჭვირვალობა'  საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს
TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა