FM97.5 / LIVE

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 31.03.2020
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტია. აქ ორი პირი 31 მარტს შეიყვანეს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გადაიყვანეს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს

"ჩვენს ცენტრში, დღეს [31 მარტი] დღის მეორე ნახევრისთვის დაგვემატა ორი პაციენტი. ისინი გადმოყვანილია ბინიდან ჩვენთან. ამ ეტაპზე, ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს და როგორც ვიცით ჯერჯერობით 18 გამოჯანმრთელებულია, რომლებიც ჩვენგან გაწერილები არიან", – ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

მისივე თქმით, ჩატარებულია კვლევები, რომელთა პასუხებიდანაც გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობის ზრდას ელოდებიან. კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა კი, ამ დროისთვის უცვლელია.

"ერთ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომლიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად რჩება გაუმჯობესებული, აქედან გამომდინარე ვლაპარკობთ, რომ ალბათ შესაძლებელია მისი პროგნოზირება იყოს უკვე გარკვეულწილად გაუმჯობესებული და მასზე ვილაპარაკოთ, როგორც სტაბილურ პაციენტზე, დანარჩენი მდგომარეობა ამ დროისთვის უცვლელია", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

31 მარტის, 20:15 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებულ, 21 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 995 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 278.

31 მარტიდან საქართვლოში სამოქალაქო კარანტინი დილის 08:00 საათიდან გამოცხადდა, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრმა განაცხადა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა
COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია