FM97.5 / LIVE

„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.10.2016
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები

„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით

აგიტაცია საარჩევნო უბანზე


• #60 მაჟორიტარული ოლქის (ლანჩხუთი) #14 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კაბინაში ამომრჩეველს მეორე ამომრჩეველი შეყვა, რომელიც ეწეოდა აგიტაციას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღნიშნულ პირს დაატოვებინეს უბანი;
• #28 მაჟორიტარული ოლქის (ახმეტა) #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ერთ-ერთი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან. აღნიშნულ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე


• #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #40 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
• #65 მაჟორიტარული ოლქი (ზუგდიდი) #27-ე უბანზე იმყოფებოდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია (ა)იპ „გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი“ - ის ორი წარმომადგენელი. ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ერთ წარმომადგენლს უბანი დაატოვებინა.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება


• #20 მაჟორიტარული ოლქის (გლდანი) #5 საარჩევნო უბანზე მდივანი ფანქრით ავსებდა ჩანაწერთა წიგნს, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
• #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #10-ე და #85-ე, #43 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) #1, #15-ე და #43-ე, #60 მაჟორიტარული ოლქის (ჩოხატაური) #1 და #38-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიამ სადემონსტრაციო ოქმში შესაბამისი საარჩევნო პროცედურით გათვალისწინებული მონაცემები არ შეიტანა;
• #07 მაჟორიტარული ოლქის (კრწანისი) #31 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა სიაში ხელი არასწორად მოაწერა;
• #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #49-ე, #47 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) #7 და #73 მაჟორიტარული ოლქის #44 საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცლის შევსებისას არ იყო მითითებული საკონტროლო ფურცლის ყუთში მოთავსების დრო;
• #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე დაუშვეს, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
• #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #33 საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არ იყო მინიშნება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესახებ, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
• #51 მაჟორიტარული ოლქის (ბაღდათი) #13 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების არასათანადო წესით გაცემის ფაქტი;
• #69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #1 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელს აკლია ამომრჩევლის ხელმოწერა;
• #59 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სხვადასხვა კონვერტებში მოათავსა ბიულეტენები;
• #48 მაჟორიტარული ოლქი (ქუთაისი) #124 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენი სპეციალური კონვერტის გარეშე მოთავსდა.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა


• #48 მაჟორიტარული ოლქი (ქუთაისი) #34 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნით ამომრჩეველმა მას შევსებული ბიულეტენი აჩვენა, რის შედეგადაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

წილისყრის წესის დარღვევა


• #73 მაჟორიტარული ოლქის (ხულო) #36 საარჩევნო უბანზე წილისყრის შედეგად გამოვლინდა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები ორი კომისიის წევრი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან, კერძოდ: „ბურჯანაძე -გაერთიანებული დემოკრატები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ უარი განაცხადა წილისყრის შედეგების შესაბამისად გადასატანი საარჩევნო ყუთის მათთვის გატანებაზე იმ მოტივით, რომ ორივე გამოვლენილი პირი დანიშნული იყო ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ. შედეგად გადასატანი საარჩევნო ყუთს სხვა წევრები გაყვნენ.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა


• #40 მაჟორიტარული ოლქი (ქარელი) #40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე, მხოლოდ დევნილის მოწმობით მისცა.
მარკირების გარეშე ხმის მიცემა
• #8 მაჟორიტარული ოლქის (ისანი) #61-ე, #28 მაჟორიტარული ოლქის (ახმეტა) #11-ე, #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #21-ე და #48 მაჟორიტარული ოლქი (ქუთაისი) #124-ე საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს ბიულეტენების გადაცემისას მარკირება არ გაუკეთდათ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
ბიულეტენების არ დამოწმება
• #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #71 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის უბნიდან გატანისას ბიულეტენები არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით;
• #32 მაჟორიტარული ოლქის #61 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბეჭდით დაუმოწმებელი ბიულეტენის გარეშე მისცა ხმა.
უბანზე არეულობა
• #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #38 საარჩევნო უბანზე კომისიის თავჯდომარემ ვერ უზრუნველყო საარჩევნო უბანზე წესრიგის სათანადო დაცვა. წესრიგის დასაცავად გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 43 საჩივარი, 21 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 90 შენიშვნა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დარღვევები ახალქალაქში – “მრავალეროვანი საქართველოს” მონაცემები
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე
TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა