FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე იმყოფება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.02.2020
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალციხეში იმყოფება. იგი მეგობრებთან და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის ციხეს ათვალიერებს.

ვანო მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე იმყოფება

მერაბიშვილი ახალციხეში, დღეს, 21 თებერვალს ჩამოვიდა, ჯერ მშობლები მოინახულა, შემდეგ კი ახალციხის ციხეს ესტუმრა.

"ეს არ არის შეხვედრა ოპოზიციასთან, მოვინახულეთ მეგობრებმა, ახალციხის ციხე უნდა დაათვალიეროს", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ვაჟა ჩიტაშვილმა.

„არ გვქონია პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ეს იყო შეხვედრა ნაცნობებთან და მეგობრებთან რომლებიც მას აფასებენ და პატივს სცემენ. ვინც თვლიდა, რომ ვანო იყო პოლიტიკური პატიმარი. ვანომ განაცხადა, რომ აპირებს ჩართვას პოლიტიკაში. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ისევ დავუდგეთ გვერდში საკეთილდღეო საქმეებში, თუ ეს მისი სურვილიც იქნება. მისი პოლიტიკური გეგმა უკავშირდება არა მარტო სამცხე–ჯავახეთს, მთლიანად საქართველოს, დანარჩენს თვითონ გიპასუხებთ", – განაცხადა ახალციხის ციხეზე „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ.

ყოფილმა პრემიერმა და შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ, 20 თებერვალს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ პარტიას შეუერთდება: "მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება".

მის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურნენ, როგორც მმართველი ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

ასევე გირჩევთ:

ვინ ითანამშრომლებს და ვინ არა ვანო მერაბიშვილთან – ოპოზიციის განცხადებები

'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
‘ვანომ არ იცის გარეთ რა ხდება’ – სამცხე–ჯავახეთში მერაბიშვილის განცხადებას აფასებენ
'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან