FM97.5 / LIVE

'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.04.2020
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მას აქვს პოლიტიკური ამბიცია ხელისუფლების შეცვლის და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი

„მე ვარ ვანო მერაბიშვილი ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ამავე დროს აქტიური ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. აქტიურად ვმუშაობ არასაჯაროდ, მხედველობაში მაქვს მობილური ტელეფონის გამოყენებით, ვესაუბრები ადამიანებს, მეგობრებს, კოლეგებს თანამებრძოლებს, ყველა პარტიიდან, ვგულისხმობ ოპოზიციაში მყოფი პარტიების დიდ ნაწილს“,– განაცხადა „მთავარ არხთან“ ვანო მერაბიშვილმა.

იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება, თუ რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს, მიღებული აქვს.

„ჩემი ამოცანა არის ის, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა მე ერთ – ერთ პარტიაში გავერთიანდები. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. თუ რომელში ამის შესახებ ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველამ იცის ამის შესახებ“,– დასძინა მან.

მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში ჩაერთვება იმ ფორმით, რომ არავინ დააზიანოს.

„შეუძლებელია ყოფილი პრემიერ–მინისტრი გახდეს მინისტრი, მე მიმაჩნია, რომ ერთი და იგივე ადამიანები არ უნდა მოდიოდნენ ხელისუფლებაში, მაშინ, როცა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანები გვყავს და ახალგაზრდება უნდა აკეთონ საქმე. მე მაქვს პოლიტიკური ამბიცია, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოვიდეს ნორმალური ხალხი ხელისუფლებაში და ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური. ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მერე მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ", – განმარტა მერაბიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე – რა უნდა მოხდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაჯდეს სალაპარაკოდ – მერაბიშვილმა უპასუხა, რომ იგი "ოცნების წარმომადგენლებთან დაჯდომას არ აპირებს".

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

' ჩემ დიდ დამსახურებად მიმაჩნია ახალციხეში რაბათის მშენებლობა' – ვანო მერაბიშვილი
კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება
‘გადაწყვეტილება არ მიმიღია’ - მერაბიშვილი არჩევნებში კენჭისყრაზე
ვანო მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე იმყოფება
ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე