FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

მთავარისიახლე 20.02.2020
ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ პარტიას შეუერთდება.

ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება
ფოტო: on.ge

"ბატონებო, ზუსტად ექვსი წელიწადი და ცხრა თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი, იმით რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ახლობელს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმსათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია", - განაცხადა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ შს ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილი ამბობს, რომ ყველა ვინც სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში ზის არის პოლიტპატიმარი: "ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება".

რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს მერაბიშვილი, ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

"ძალიან მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია საქართველოში არის ერთიანი და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ რეჟიმის დამარცხებას. თქვენ იცით, რომ აქამდე კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით მე განცხადებას არ ვაკეთებდი, იმიტომ მე ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს, ხუთ წუთში, რაც მე გამოვედი საკნიდან არაფერი შეცვლილა. ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემდა სამწუხაროდ დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან, მე ყველა მათგანს შევხვდები სათითაოდ და გაძლევთ გარანტიას, რომ როცა ჩამოვყალიბდები გაცნობებთ. ჩემს წინააღმდეგ შეუძლიათ კიდევ 10-მდე საქმე აღძრან, მე ეს ვერ გამტეხავს. მე გითხარით, რომ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, ამ რეჟიმის დასამარცხებლად" - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე იმყოფება
'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი
კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
‘ეს არის კონტექსტიდან ამოღებული’ - მერაბიშვილი ‘ორი გვამის’ ამბავზე
'ნაციონალურ მოძრაობას ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში' - ვანო მერაბიშვილი
თეა წულუკიანი მერაბიშვილზე - ადვოკატები და პარტიის წევრები წლების განმავლობაში ატყუებდნენ