FM97.5 / LIVE

ვინ ითანამშრომლებს და ვინ არა ვანო მერაბიშვილთან – ოპოზიციის განცხადებები

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.02.2020
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან. ნაწილი მის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას მიესალმება, ნაწილი კი აკრიტიკებს.

ვინ ითანამშრომლებს და ვინ არა ვანო მერაბიშვილთან – ოპოზიციის განცხადებები

ოპოზიციური ლიდერებიდან პირველი, ვინც ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობა გამორიცხა, მამუკა ხაზარაძეა. „ლელოს“ ლიდერმა მერაბიშვილს პირველ რიგში, ტერმინოლოგია დაუწუნა.

„მიუღებელია სიტყვა დამხობა. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის და ჩვენი ქვეყნის აღმოვლობისთვის და გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილიც, მისი თქმით „სამოქალაქო მოძრაობა“ გამორიცხავს ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას.

„დღემდე თვალით ნანახიც არ მყავს ვანო მერაბიშვილი და ამ დანაკლისის შევსებასაც არ ვაპირებ, მით უფრო იმ განცხადების ფონზე. იმედს დავიტოვებ, რომ ციხიდან რომ გამოვიდა და ამდენი ჟურნალისტი ერთად დაინახა, ვერ მოზომა თავის სათქმელი და დააბრეხვა, სხვა შემთხვევაში 2003 წლის რევოლუციური რიტორიკის მოსმენა არავის არ უნდა, ჩვენ განსაკუთრებით”, - განაცხადა ელისაშვილმა.

დადებითად გამოეხმაურნენ მერაბიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას მისი ყოფილი თანაგუნდელები.

გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა რომ ვანო მერაბიშვილის მაგალითი, ყველა მომავალი მთავრობისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თანაგუნდელებთან ერთად ვანო მერაბიშვილი სახლში მოინახულა.
იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილთან მისი გუნდის წევრი ამ კითხვაზე ბოკერიამ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ამას მერაბიშვილი თავად იტყვის.
ყოფილი შს მინისტრის განცხადება შეაფასა მისი ყოფილი პარტიის თავმჯდომარემაც. რომან გოცირიძემ ვანო მერაბიშვილის სიტყვებიც ახსნა და მმართველი გუნდის განცხადებებსაც შეეხო.

„მეტი კახა კალაძე „ქართულ ოცნებას. რაც უფრო მეტი კახა კალაძე იქნება „ოცნებაში“, მით მეტად იქნება „ქართული ოცნება“ არჩევნებში წარუმატებელი. მეტი ბიძინა, მეტი კახა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი, მეტი ნუკრი. თუმცა, არ გვინდა მათი ზრდა, ისედაც ნათელია, რომ გაკოტრებული „ოცნებიდან“ არაფერი შემორჩა ივანიშვილს. ვინც კი წერა- კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა იქიდან“ - თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ.

მერაბიშვილის განცხადება უყურადღებოდ არც „გირჩს“ დაუტოვებია. ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას ნებისმიერ შემთხვევაში გაარძელებს.

„შვიდი წელი იჯდა ადამიანი. როგორც გავიგეთ, აპირებს პოლიტიკურ აქტიურობას, ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად რას იზამს. ჩვენ, „გირჩი“, ვაგრძელებთ იმის კეთებას, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით – ოპოზიციური ფლანგის ერთიან ხედვაზე მუშაობას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“.

„ხელისუფლება რომ შესაცვლელია, მაგაზე სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ვიღაცებს ჰგონიათ რომ თუ უფრო მკაცრ და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, ამით უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებენ ბრძოლაში. მე ასე არ მგონია, მაგრამ ტერმინები მათი არჩევანია“, -ამბობს „გირჩის“ ლიდერი.

ვანო მერაბიშვილი უფრო ვრცელ განცხადებას დღეს, 22 საათზე, მთავარ არხთან გააკეთებს.


ინფორმაციისთვის, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით, მოგვიანებით ასევე ბრალი წაუყენეს ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამაც.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ექვს თვეში დატოვებს
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
ვანო მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე იმყოფება
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს