FM97.5 / LIVE

'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

მთავარისიახლე 20.02.2020
მეტი ვანო ოპოზიციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, იგი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

„მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც. მისი თქმით, დამხობის მცდელობები აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. „ნაციონალური მოძრაობა" წარსულია და მათ მომავალზე უნდა იფიქრონ: "არც აწი გამოუვათ, ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობის კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდებისთვის".

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თითქმის შვიდწლიანიი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბიშვილმა პოლიტიური განცხადება გააკეთა, მისი თქმით, "ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება".

შს ყოფილი მინისტრი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს შვიდი ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთარ კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება
ვანო მერაბიშვილი თავისუფალია [ვიდეო]
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ექვს თვეში დატოვებს
თეა წულუკიანი მერაბიშვილზე - ადვოკატები და პარტიის წევრები წლების განმავლობაში ატყუებდნენ