FM97.5 / LIVE

'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2019
ძეგლთა დაცვის სააგენტოს არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივებმა კორხის ეკლესია მაინც დაანგრიეს, მშენებლობის დასაწყებად კი ფუნდამენტი ჩაასხეს. საიას იურისტი მხარეებს შორის არასაკმარის კომუნიკაციაზე და ძეგლის გადასარჩენად სამართალდამცავების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს.

'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე
ელვარდ ზაზაძის ფოტო

„სამხრეთის კარიბჭეს“ ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ეკლესიის კედლები დაშლილია და პარალელურად ფუნდამენტია ჩასხმული, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა ელვარდ ზაზაძემ მიაწოდა.

ზაზაძის განცხადებით, უნებართვო სამუშაოები სოფელ კორხში მდებარე ტაძარზე ისევ გრძელდება.

„ისინი ჩუმ–ჩუმად რაღაცეებს აშენებენ. მე კორხში, თუ ზუსტად მახსოვს 14–15 ივნისს ვიყავი, კუთხის ქვები დალაგებული იყო. იქ არავინ ჩანდა, მაგრამ ჩვენ რომ წამოვედით გააგრძელებდნენ შენებას. ალბათ ჩრდილო–დასავლეთის ნაწილი უკვე აშენებულია, რადგან მაშინ ბეტონი იყო უკვე ჩასხმული ფუნდამენტის“, – გვითხრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ელვარდ ზაზაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

„კორხში დაფიქსირებული გვაქვს ფოტომასალით ის რა მდგომარეობაც ახლა არსებობს, ყოველ შემთხვევაში ერთი კვირით ადრე. ცნობილია, რომ ტაძარი ნახევრად არის დაშლილი და ფუნდამენტიც ჩასხმული. პროცესი არის უნებართვო. იმაზე რომ ფასადური ქვის წყობა დაშლილი იყო, სწორედ ეს გახდა ადმინისტრაციული სამართალდაღვევის აქტის განსაზღვრის საფუძველი. აქამდე რომ არ მისულიყო საქმე არ უნდა დაწყებულიყო თავდაპირველი პროცესი და პირველი გაფრთხილებისთანავე მათ უნდა შეეწყვიტათ სამუშაოები“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.

„წარმოდგენილ შემთხვევაში ცალსახად არის კომუნიკაციის, ან ნებელობის ნაკლებობა ამ საქმის სწორად მოგვარებასთან დაკავშირებით“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი და ამატებს – „ძალიან კარგია, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ სურვილი აღდგეს ტაძარი, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ დაცული იყოს კულტურული მემკვიდრეობა და ამავდროულად მოხდეს აღნიშნულ ადგილზე სულიერების აღორძინება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ეკლესიამ სათანადო ღონისძიებები გამოიყენოს იმისათვის რომ საზოგადოებასთან ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია, მათ შორის სააგენტოს ეკლსიასთან და საზოგადოებასთან. სამივე სუბიექტი ამ შემთხვევაში უნდა იყო ჩაბმული“.

მისი თქმით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყველა სამართლებრივი გზა აქვს გამოყენებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
„სააგენტოს აქვს უფლება მოახდინოს ტაძრის ფიზიკური დაცვა და მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აუცილებელია ამ პროცესში იყოს ჩართული პოლიცია“, – განაცხადა მან.

ბექა ბარამიძე აცხადებს, რომ სააგენტომ გამოიყენა მათ ხელთ არსებული ბერკეტი – გაფრთხილება, რომლის საფუძველზეც სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო, რადგან ასე არ მოხდა, უნებართვო სამუშაოების გაგრძელების გამო ჯარიმის ოდენობა გაიზრდება.

„საინციატივო ჯგუფმა და კონკრეტულად იური წარუკიანი თუ არ უზრუნველყო ექვსი თვის ვადაში საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან და სათანადო ნებართვის აღება და ძეგლი ისევ იგივე მდგომარეობაში დარჩა, ამ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი განისაზღვრება სამმაგი ჯარიმის ოდენობით, ანუ, უკვე 15 ათას ლარზე იქნება საუბარი“, – თქვა მან.

ძეგლთა დაცვის სააგენტომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 21 მაისს, 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა, სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძრის უნებართვო მშენებლობის ინიციატორი, იური წარუკიანი. სასამართლო პროცესი, რომელიც ჯარიმის კანონიერებას დაადგენდა სამჯერ გადაიდო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს. უნებართვო სამუშაოები სოფლის მოსახლეობამ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

სოფელ კორხის XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის.

'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე
ელვარდ ზაზაძის ფოტო

ამავე თემაზე ნახეთ:

კორხის დანგრეული ეკლესია უკანონო სამუშაოების შემდეგ

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’– კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება
კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე
‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს