FM97.5 / LIVE

სააკაშვილი ჩახალიანს: 'შენ უნდა გამასამართლო? შენ კრიმინალმა უნდა გამასამართლო?' [photo/video]

მთავარიპოლიტიკა 25.10.2013
ახალქალაქში მყოფ საქართველოს პრეზიდენტსა და "ერთიანი ჯავახკის" ლიდერს ვაჰაგნ ჩახალიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჩახალიანის კითხვაზე, რომელიც ეკლესიებისა და სასკოლო განათლების საკითხებს ეხებოდა, პრეზიდენტმა მას კრიმინალი, სეპარატისტი და "გრუს გოშია" უწოდა.

სააკაშვილი ჩახალიანს: 'შენ უნდა გამასამართლო? შენ კრიმინალმა უნდა გამასამართლო?' [photo/video]
დღეს, 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქის სოფლებს, ვაჩიანსა და არაგვას ესტუმრა. პრეზიდენტმა არაგვას სათხილამურო სკოლაც მოინახულა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ადგილობრივებს ესაუბრა, 27 ოქტომბერს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და შემდეგ ახალქალაქისკენ გაემართა.

ახალქალაქს პრეზიდენტი დაახლოებით 16:00 საათზე ესტუმრა და თანმხლებ პირებთან ერთად სომხური ეკლესიისკენ გაემართა. სწორედ აქ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება პრეზიდენტსა და ვაჰაგნ ჩახალიანს შორის.

აღასანიშნავია, რომ პრეზიდენტის მისვლისას ორგანიზაცია "ერთიანი ჯავახკის" ლიდერი, ამნისტიით გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანი, მეგობრებთან ერთად ეკლესიის უკანა ეზოში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვა ცდილობდა პრეზიდენტი ჩახალიანისკენ არ წასულიყო, მიხეილ სააკაშვილი შეკრებილებთან მივიდა და ჩახალიანს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. ამ დროს დაიწყო დაპირისპირებაც.



ვაჰაგნ ჩახალიანმა პრეზიდენტს სადავო ეკლესიების დაბრუნებაზე, ზოგადად, ეკლესიების ავარიულ მდგომარეობაზე, სკოლების სასწავლო პროგრამიდან სომხური ენის საათების შემცირებასა და სომხეთის ისტორიის ამოღებაზე ჰკითხა.

“ჩვენი ეკლესიების დაბრუნებაზე რომ უარს ამბობთ, შეიძლება რომ დემოკრატიულმა ქვეყანამ ეს გააკეთოს? დემოკრატიულ ქვეყანაში სომხური ეკლესია 20 წელია აფეთქებული დგას. სომხური ეკლესია იყო იქ, თქვენ რომ ასფალტი გააკეთეთ, არ შეიძლებოდა სამი კილომეტრით იქით რომ გაგეკეთებინათ და სომხური სასაფლაო არ დაგენგრიათ? ვის უშლიდნენ დერენიკ დემირჩიანი, ვაან ტერიანი, ოვანეს თუმანიანი [სომეხი მწერლები],რომლებიც წარმოშობით ჯავახეთიდან არიან და რომლებითაც რატომ არ არის სომხეთის ისტორია სკოლებში? სომხური ლიტერატურა ვის რას უშლის? ვის უშლიდა თუ ჩვენი შვილები სომხურ ენას ისწავლიდნენ? კი ბატონო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართული ენა”, – მიმართა პრეზიდენტს ჩახალიანმა.

სააკაშვილი ჩახალიანს: 'შენ უნდა გამასამართლო? შენ კრიმინალმა უნდა გამასამართლო?' [photo/video]

ამ სიტყვებზე პრეზიდენტმა ჩახალიანს უპასუხა, რომ მისი გასამართლების უფლება არ აქვს, ის მოქალაქეებისთვის მოსასმენად ესტუმრა ახალქალაქს, მაგრამ არ აპირებს მისი მორალი მოისმინოს.

"შენ უნდა გამასამართლო? შენ კრიმინალმა უნდა გამასამართლო? ყველამ კარგად მომისმინეთ, ვისაც ქართული გესმით. ბავშვებს უკვე ესმით და ვისაც არა იმათ გითარგმნიან. მე აქ მოვალ და ყველა მოქალაქეს მოვუსმენ, მაგრამ არ ვაპირებ, რომ თქვენნაირმა ადამიანებმა მე მორალი მიკითხონ. ახლა მე გეტყვით რა გავაკეთე ახალქალაქში. მე გავაკეთე ის, რომ თქვენისთანა სეპარატისტებს ამ რეგიონში საფუძველი გამოვაცალე, ჩემი მმართველობის დროს. გაკეთდა ეს გზა, რითაც თბილისში წინ და უკან დადიხართ. გაკეთდა რკინიგზა, რომელიც ევროპის მთავარი რკინიგზაა. გაკეთდა კურორტი. ამ რეგიონში შემოვიდა გაზი და სინათლე, რაც არ გქონდათ. გავიდა რუსული ბაზა და შენისთანა სეპარატისტები, "გრუს" გოშიები, რომლებიც ქვეყნის დაქუცმაცებას აპირებენ, მე მორალს ვერ წამიკითხავენ. ციხეში იჯექი 6 მუხლით და იმან ძალიან მიჰქარა, ვინც შენ გამოგიშვა. არ ვაპირებ, რომ შენისთანა კრიმინალებმა მე მორალი მიკითხონ", - მიმართა სააკაშვილმა ჩახალიანს.

ვაჰაგნ ჩახალიანი შეწინააღმდეგებას ცდილობდა, შემდეგ კი გაეცალა შეძახილით - "წადი მიშა თურქეთში!". ამ შეძახილით გააცილეს პრეზიდენტი ეკლესიის ეზოდან დანარჩენმა ადგილობრივებმაც.

"მოდით თქვე ლაჩარო სეპარატისტებო. გარბიხართ? შეგეშინდათ, მოდით, ლაჩრებო. აი, 5 სეპატარისტი დარჩა აქ. ესაა, რაც გავაკეთეთ. ბევრად მეტნი იყვნენ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი ჩახალიანს: 'შენ უნდა გამასამართლო? შენ კრიმინალმა უნდა გამასამართლო?' [photo/video]

ინციდენტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ ახლომდებარე სილამაზის სალონს, შემდეგ კი ქართულ ეკლესიას ესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წლის 21 ივლისს, მამასა და ძმასთან ერთად დააპატიმრეს. მოგვაინებით, ჩახალიანის მამა და ძმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ვაჰაგნ ჩახალიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „იარაღის შენახვისა“ და „საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი ღონისძიებების მოწყობის“ ბრალდებით. ჩახალიანი 2013 წლის 24 იანვარს, ამნისტიით გათავისუფლდა. მის გათავისუფლებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სომხურ წრეებში მას გმირი უწოდეს, პრეზიდენტმა კი, „საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარ მტრად“ მოიხსენია.

მოგვიანებით, 2013 წლის ივნისში, ვაჰაგნ ჩახალიანმა პრეზიდენტის, ყოფილ პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის, დავით ბაქრაძისა და გოგა ხაჩიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჩახალიანმა მის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანისთვის 22 მილიონი ლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა.

სააკაშვილი ჩახალიანს: 'შენ უნდა გამასამართლო? შენ კრიმინალმა უნდა გამასამართლო?' [photo/video]
მიხეილ სააკაშვილი სოფლებში

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
რა კავშირს ხედავს მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის
მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს
ჩახალიანის მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატებს
მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა