FM97.5 / LIVE

მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა

მთავარიპოლიტიკა 25.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სადგური მოინახულა, რომლის მშენებლობაც 2010 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე შეჩერებულია. საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც შეხვდა და ქართულ სკოლაში სასწავლო პროცესს დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა

მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში დაახლოებით 14:00 საათზე ჩავიდა. მისი ვიზიტი არაგვაში 14:00 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა, პრეზიდენტმა მხოლოდ მშენებარე სარკინიგზო სადგურის ტერიტორია და ახალქალაქის მე–3 სკოლა მოინახულა, სადაც სასწავლო პროცესი ახალ შენობაში მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ყველა ის პროექტი,რომელიც წინა მთავრობის პერიოდში რეგიონში მიმდინარეობდა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სადგურის მშენებლობა.

-”ჯავახეთში გვიჭირდა რაღაცეების დაწყება, იმიტომ, რომ ვიღაც რადიკალები, მოკრიმინალო ელემეტები არსებობდნენ. მოხდა მათი განეიტრალება. დავიწყეთ გზის მშენებლობა. რატომღაც წელს არ გაწმენდილა. წელს პირველი წელია, როცა ჯავახეთის ხალხი კარტოფილს ვერ აბარებს. წინა წლებში ხელოვნურად ვიბარებდით. სისულელეები კი არ უნდა ვილაპარაკოთ რეგიონული ქარტიის რატიფიკაციაზე, ეს გავწიოთ გვერდზე. იმისთვის, რომ აქ იყოს მშვიდობა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, უნდა გაგრძელდეს რკინიგზის მშენებლობა. უნდა გაიწმინდოს გზა. სკოლების ქსელი უნდა გავაძლიეროთ. მერე უკვე ვეღარავინ ვერ შექმნის პრობლემას”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

”ჩვენი პასუხი რეგიონული ენის საკითხებზე მარტივია - საქართველოში წარმატებას უნდა მიაღწიო ქართული ენით, რა თქმა უნდა, ეს სხვა კულტურის ნიველირებას არ ნიშნავს. აქ სომხურსაც პრობლემები აქვს, გარუსების პროცესი მიდიოდა რუსეთის ჯარის ყოფნის დროს. ამ მოქალაქეების ინტეგრაცია ენის მეშვეობით უნდა მოვახდინოთ, და არა რეგიონული ქარტიებით და მოგონილი ამბებით”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს არაგვას მოსახლეობაც ელოდებოდა. იგი ქართული ენის მასწავლებლის მაია გელაშვილის მონახულებას აპირებდა, რომელიც უკვე მეოთხე წელია სოფელში პროგრამის „ქართული – მეორე ენა“ ფარგლებში ასწავლის.

მაია გელაშვილის სახლში პრეზიდენტის მოლოდინში სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მაია გელაშვილმა არ იცის, პრეზიდენტი სწორედ მის მონახულებას რატომ აპირებდა.

”არ ვიცი, ალბათ რესურს ცენტრის რეკომენდაცია იყო. ჩვენ ქართულს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ყველა სხვა მსურველს ვასწავლით. რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტი აქ ქართულის სწავლების მიმდინარეობის სანახავად ჩამოდის“, – ამბობს იგი.

მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს
მიხეილ სააკაშვილს ჯავახეთში ვარდებით დახვდნენ
სააკაშვილი: „ევროპული ქარტიის“ რატიფიცირებისგან ორჯერ შევიკავე თავი
მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქის სკოლებს სასწავლო წლის დაწყება საჩუქრებით მიულოცა
რა კავშირს ხედავს მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის
ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება
სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი