FM97.5 / LIVE

რა კავშირს ხედავს მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის

მთავარიპოლიტიკა 25.10.2013
აპირებდა თუ არა დღეს ვაჰაგნ ჩახალიანი პრეზიდენტთან შეხვედრას. როგორ აფასებს ჩახალიანი მომხდარს და რატომ აგონებს პრეზიდენტს ჩახალიანის რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის რიტორიკას.

რა კავშირს ხედავს მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის
„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე: აპირებდა ვაჰაგნ ჩახალიანი პრეზიდენტის ნახვას თუ ეს მოულოდნელი შეხვედრა იყო, ვაჰაგნ ჩახალიანი პასუხობს, რომ მას პრეზიდენტთან შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონდა: „ჩვენ მშვიდად ვიდექით, პრეზიდენტი მოვიდა ჩვენთან. ჩვენი მომხრეების ერთი პროცენტიც არ იყო იქ, მზად რომ ვყოფილიყავით, პირიქით იქნებოდა“.

ჩახალიანი ამბობს, რომ საუბარში პრეზიდენტმა მას ერთი-ერთზე საუბარი შესთავაზა: „ქვეყნის პრეზიდენტი მოქალაქეს ურთიერთობის გასარკვევად არ უნდა იბარებდეს. მითხრა 5 დღის შემდეგ შევხვდეთო, როგორც ჩანს, კონფლიქტი უნდა“.

ინციდენტის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭე“ მომხდარზე პრეზიდენტსაც ესაუბრა.

„პირველ რიგში, ეს ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდიდა, როდესაც თავხედურად აცხადებს, რომ ახალქალაქში ბოლო 10 წელი არაფერი გაკეთებულა, ძალიან გვაგონებს ჩვენი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რიტორიკას, რომ ჩვენ ბოლო 10 წელიწადი საქართველოს ვანგრევდით. ვისაც თვალი და ყური აქვს აქ, ახალქალაქში, აქ კი ძალიან ჭკვიანი ადამიანები ცხოვრობენ, ძალიან შრომისმოყვარეები და მე ისინი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით სწორედ მათი შრომისმოყვარეობის გამო, მათი კულტურისა და სხვათა შრომისა და კულტურის პატივისცემის გამო. აქ თავს ყოველთვის ისე ვგრძნობ, როგორც ჩემს სახლში. როცა ამ ადამიანებთან ერთად ამბობენ, რომ აქ არაფერი გაკეთებულა, ეს უბრალოდ უკიდურესი უსინდისობაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში მყოფ საქართველოს პრზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და საზოგადოება „ერთიანი ჯავახკის“ ლიდერს ვაჰაგნ ჩახალიანს შორის, დღეს, 25 ოქტომბერს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჩახალიანმა პრეზიდენტს ეკლესიებისა და განათლების შესახებ ჰკითხა, რაზეც პრეზიდენტმა მას სეპარატისტი უწოდა და უთხრა, რომ მისნაირ კრიმინალს უფლება არ აქვს პრეზიდენტს მორალი უკითხოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი ინციდენტით სრულდება. 16 სექტემბერს პრეზიდენტს ასევე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ახალციხის მცხოვრებ ბეჟან კაჭკაჭიშვილთან, რომელმაც მას ერთ-ერთ სასტუმროზე არსებულ ინგლისურ წარწერაზე ჰკითხა მოსაზრება. "ნაგავში იყო აქაურობა! ნაგავში ცხოვრობდით? ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“ - ასე მიმართა მაშინ პრეზიდენტმა სასტუმროსთან შეკრებილ ახალციხის მცხოვრებლებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ნაგავში ცხოვრობდით!“ - მიხეილ სააკაშვილი ახალციხელებს
ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს
სააკაშვილი ჩახალიანს: 'შენ უნდა გამასამართლო? შენ კრიმინალმა უნდა გამასამართლო?' [photo/video]
რატომ გაჩნდა ქართული წარწერა სასტუმრო „ლომსიაზე“
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება
პრეზიდენტმა მერაბიშვილების სახლი დატოვა