FM97.5 / LIVE

ჩახალიანის მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატებს

მთავარიპოლიტიკა 18.09.2013
"ერთიანი ჯავახკის" ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს მიმართავს, რომ მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

ჩახალიანის მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატებს
"27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებულმა ყველა კანდიდატმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია საქართველოში მცხოვრებ სომხებთან მიმართებაში", - ამის შესახებ საუბრობს მიმართვაში საზოგადოება "ერთიანი ჯავახკის" ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი.

ჩახალიანი ყველა კანდიდატს მოუწოდებს თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამაში ჩართონ და სომეხი ეროვნების მოქალაქეებთან შეხვედრებზე განიხილონ მათი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება სომხურ ენას, მათ კულტურას, რელიგიას და განათლებას.

„კერძოდ, გადაჭრას საჭიროებს შემდეგი პრობლემები: სომეხი საზოგადოებისთვის საბჭოთა კავშირის დროს გადაცემული ეკლესიების დაბრუნება, სამცხე-ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭება, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დახურულ საქართველოს სომხურ სკოლებში სომხური ენის სწავლების საათების გაზრდა, ახალქალაქში სომხური ენის ბაზაზე უნივერსიტეტის დაარსება და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“, - აცხადებს ჩახალიანი.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებმა თანაბარუფლებიანობის დაცვის კუთხით, მყარი პოზიცია უნდა დაიჭირონ რეგიონული ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების საკითხთან მიმართებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


რეგიონში ჩახალიანის განცხადებას აფასებენ
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ