FM97.5 / LIVE

ქართულენოვანი მასალა სომხური სკოლების სახელმძღვანელოებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.10.2013
სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან სკოლებში დარიგებულ რამდენიმე საგნის სახელმძღვანელოში, ქართლ-სომხურის ნაცვლად, სასწავლო მასალის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ქართულ ენაზეა, ეს მაშინ, როცა ქართული ენა სრულყოფილად არც პედაგოგებმა იციან და არც მოსწავლეებმა.

ქართულენოვანი მასალა სომხური სკოლების სახელმძღვანელოებში
მე-8 კლასის ბიოლოგიის, ისევე როგორც მე-7 და მე-8 კლასების ხელოვნებისა და მუსიკის წიგნები უმეტესად ქართულ ენაზეა. ამიტომ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ჯულიეტა ხოჯოიანი მოსწავლეებს ერთდრულად ორი, წლევანდელი და გასული წლის სახელმძღვანელოებით ასწავლის.

ჯულიეტა ხოჯოიანი ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს: „წელიწადია, რაც თემების ნაწილს ქართულ ენაზე გავდივართ, მეორე ნაწილს კი სომხურად. მოსწავლეებისთვის მასალის მიწოდებას ძლივს ვახერხებდი. ახლა კი სახელმძღვანელო ქართულადაა, არც მე და არც ბავშვებს არაფერი გვესმის, იძულებული ვართ, შარშანდელი წიგნები გამოვიყენოთ“.

ჯულიეტა ხოჯოიანის მსგავსად, გასული წლის სახელმძღვანელო ჩართო სასწავლო პროცესში ახალქალაქის სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა.

„ქართული წიგნების გამოყენება არ შეგვიძლია, ხალხმა ენა არ იცის, როგორ უნდა ვასწავლოთ?! ბავშვებს მშობლიურ ენაზე არ ესმით საგანი და წარმოიდგინეთ როცა ბიოლოგიას მთლიანად ქართულად აწვდი. ეს შესაძლებელია მხოლოდ თარგმანის შემთხვევაში“, - ამბობს ახალქალაქის ჰოვჰანეს თუმანიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი რუზანნა ტეპოიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის სკოლის დირექტორის თადევოს ფალიანის თქმით, სახელმძღვანელოებით უკმაყოფილო პედაგოგოები მას ხშირად მიმართავენ.

„რა უნდა ქნას მასწავლებელმა, რომელმაც თემის შინაარსი არ იცის. ყოველდღე ჩივის ჩემთან, მე კი ვერაფერს ვაკეთებ“, - ამბობს დირექტორი.

ახალქალაქის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ემმა ნახატაკიანი კი სახელმძღვანელოებში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს.
„იგივენაირია ხელოვნებისა და მუსიკის სახელმძღვანელოები. წარმოიდგინეთ, შეძლებს თუ არა სომხური სკოლის მოსწავლე და ვინჩის ქართულ ენაზე აღქმას?! ეს შეუძლებელია. მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელოებში ხუთი სავარჯიშოდან სამი ქართულადაა. მასწავლებელმა იმდენი ქართული არ იცის, რომ ბავშვებს აუხსნას. სახლში მშობლებმაც არ იციან ენა, რომ შვილებს მიეხმარონ. ბუნებრივია, მოსწავლე სავარჯიშოების ნახევარზე მეტის ამოხსნას ვერ შეძლებს“, - ამბობს იგი.

სახელმძღვანელოებში არსებული ხარვეზები ცხადია მშობლებსაც აწუხებთ. მერვეკლასელი მოსწავლის დედა სუსანა ქობელიანი ამბობს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან შვილს ვერ ეხმარება.

„მე მშობელი ვარ, მაგრამ ვერც ერთ შვილს ვერ ვეხმარები, ქართული არ ვიცი, როგორ მივეშველო?! ბავშვი სახლში ბრუნდება, უნდა მომდევნო გაკვეთილისთვის მოემზადოს და ვერ ახერხებს, ნერვიულობს, ჩივის, მე კი რა შემიძლია გავაკეთო? ქართულის გაკვეთილებზე მივიყვანე (ს.კ. რეპეტიტორთან), მაგრამ ბავშვი მაინც ვერ ასწრებს. შარშან ძლივს ასწრებდა, ახლა კი მთელი წიგნი ქართულადაა, არ ვიცი, წლის ბოლოს რა იქნება“, - ამბობს იგი.

მე-8 კლასის მოსწავლე თამარ აივაზიანი ანატომიას ძველი, ორენოვანი სახელმძღვანელოთი სწავლობს. მას მოსალოდნელი შედეგი ადარდებს.

„ჩვენი სახელმძღვანელოები მთლიანად ქართულ ენაზეა, არ გვესმის. ეს წიგნები დაგვირიგეს, შემდეგ კი მასწავლებელმა გვითხრა, რომ შარშანდელი ორენოვანი სახელმძღვანელოებით გავივლით, მერე კი რა იქნება, არ ვიცი“, - ამბობს თამარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭება 2012 წელს დამთავრდა.

„ამ ეტაპზე სომხურ ენაზე ნათარგმნი მხოლოდ ხელოვნებისა და მუსიკის წიგნები არ არის. ეს ისეთი საგნებია, სადაც სახელმძღვანელოებში ძირითადად ნოტებია და ამას გადათარგმნა არ სჭირდება“, - გვიხსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

რაც შეეხება ბიოლოგიის სახელმძღვანელოს, სამინისტროში ისევ გრიფირების თემას უბრუნდებიან და ამბობენ, რომ სახელმძღვანელოები ვერ შეიცვლებოდა. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე მათი უფასოდ დარიგება იყო მნიშვნელოვანი, რაც შეეხება შნაარსობრივ მხარეებს, მომავალში აუცილებლად გადაიხედება.

ქართულენოვანი მასალა სომხური სკოლების სახელმძღვანელოებში

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება
უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
როგორ შეიძლება მოგვარდეს განათლების პრობლემები ჯავახეთში

ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ