FM97.5 / LIVE

ქართული ენა დირექტორებისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.05.2012
დასრულდა სკოლის დირექტორებისთვის ქართული ენის სწავლების მეორე ეტაპი. რას ელოდნენ დირექტორები და როგორია შედეგი

დასრულდა სკოლის დირექტორებისთვის ქართული ენის სწავლების მეორე ეტაპი. რას ელოდნენ დირექტორები და როგორია შედეგი

ქართული ენის შემსწავლელი კურსები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ქუთაისში, ორ ეტაპად წარიმართა. პირვეილ ეტაპი 2011 წლის ოქტომბერში ჩატარდა და მეორე კი მიმდინარე წლის მარტში. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა 45 დღეს (დღეში7 საათს) შეადგენდა. მეორე სასწავლო ტურში მარნეულის, ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სომხური საჯარო სკოლების დაახლოებით 80 დირექტორი მონაწილეობდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დირექტორების საუბრიდან ირკვევა, რომ კურსების შედეგი არაერთგვაროვანია. ზოგი მიღწეულით კმაყოფილია, ზოგი კი ამბობს, რომ მისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა რიმა მკოიანმაორივე ეტაპში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჯერჯერობით ქართულ ენას სრულად ვერ ფლობს.

- ”ახლახან დავბრუნდი მეორე ეტაპიდან და შედეგებიარ ვიცი. დავწერე და წამოვედი. მეორე ეტაპზე შედარებით წინსლვა მქონდა. უკვე შემიძლია ქართულ ენაზე რაღაცა გავაკეთო,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო”, - ამბობს იგი.

სოფელ ორჯას სკოლის დირექტორმა ნვერ მანასიანმა განაცხადა, რომ ენის შესწავლა ერთ თვეში შეუძლებელია: ‘’ოჯახის პრობლემების გამო პირველ ეტაპში მონაწილეობა ვერ მივიღე, მხოლოდ მეორე ეტაპი გავიარე. საკმაოდ დავეუფლე წერას და კითხვას, მაგრამ ურთიერთობა მჭირდება, რომ ენა არ დამავიწყდეს. ერთ თვეში ენის შესწავლა შეუძლებელია. ასე რომ ყოფილიყო, ერთ წელიწადში დავეუფლებოდი 5-6 ენას. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ენაზე ურთიერთობის ქონაა’’.

ასევე მხოლოდ მეორე ეტაპში მონაწილეობდა სოფელ კულიკამის სკოლის დირექტორი არმინე უზუნიანი. იგი შედეგებითაც კმაყოფილია და სასწავლებლის საცხოვრებელი პირობებითაც: ’’შევისწავლეთ გრამატიკა, ზმნები, ზმნის უღლილება და ასე შემდეგ. ძალიან სასარგებლო იყო, უკვე შემიძლია ქართულ ენაზე გამოვხატო აზრი. ისინი, ვინც ორივე ეტაპში მონაწილეობდა, უკვე საუბრობს ქართულად. ამიტომ, სასურველი იქნება, რომ პროგრამა გაგრძელდეს’’.

კურსები ყველა იმ დირექტორს უნდა გაევლო, ვინც ქართულს არ ფლობდა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრმა კურსებზე დასწრება ვერ შეძლო. ახალქალაქის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა რუზანა ტეპოიანმა მონაწილეობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო.

- ”დავუშვათ, ადამიანს აქვს დიაბეტი, მათ სჭირდებათ სპეციალური კვება, მაგრამ რესტორანში ეს არ არის გათვალისწინებული. ასეთ საკითხებს ყურადღება უნდა მიექცეს”, - ამბობს იგი.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ნარცის კარაპეტიანის თქმით, პროგრამის ყველა მონაწილე მიღწეული შედეგებით კმაყოფილია

- ”ეს პროგრამა სპეციალურად სკოლის დირექტორებსთვის მომზადდა. მონაწილეები კმაყოფილი არიან, თუმცა, ვინ რა დონეზე ფლობს ვერ გეტყვით”, - ამბობს იგი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები გამოცდების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გადიან
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გაივლიან
ქართულენოვანი მასალა სომხური სკოლების სახელმძღვანელოებში
ბილინგვური სწავლების დადებითი და სუსტი მხარეები
ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა