FM97.5 / LIVE

რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.11.2019
რა დარღვევები იჩენს თავს ბავშვის განვითარების პროცესში და როგორ ხდება მათ აღმოფხვრაზე მუშაობა - ამ საკითხებზე „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ სპეციალისტებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგების წარდგენისას ისაუბრეს.

რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში

აუტისტური სპექტრი, მეტყველების პრობლემები, სირთულეები სწავლის პროცესში, რთული ქცევა, პრობლემები და-ძმებს შორის - ეს ის საკითხებია, რომლებზეც „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკითხავდნენ.

საკუთარი მუშაობის შედეგები, საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულებს, ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს, 29 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს.

„ძირითადად, მოგვმართავდნენ მეტყველების პრობლემებით და ამბობდნენ, რომ ბავშვი არ საუბრობს, თუმცა ჩვენი მხრიდან იდენტიფიცირდება ბავშვი, რომ არა მარტო მეტყველების პორობლემა აქვს, არამედ ქცევის სირთულეებიც - კომუნიკაციის პრობლემა და გიწევს ახსნა, რომ ეს მხოლოდ მეტყველების პრობლემა არ არის და ის უნდა იყოს ჩართული კომუნიკაციაში, თანატოლებთან, ოჯახის წევრებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ის, რომ ვერ ამბობს სიტყვებს“, - ამბობს ცენტრის ადრეული განვითარების სპეციალისტი თამარ ჯანაშვილი.

მისივე თქმით, ხშირად ბავშვები აუტისტური სპექტრის ნიშნებითაც მიდიან, რომელსაც ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება იწვევს. „დამოკიდებულება მობილურზე, კომპიუტეზე. ვსწავლობთ ბავშვის დღიურ განრიგს, კვირებს, აქვთ თუ არა კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. ბაღში თუ დადის და ა.შ.“

ცენტრის ფსიქოლოგი სოფიო თავაძე ამბობს, რომ ხშირად რთულ ქცევას წარმოადგენს ბავშვის თამაშის თავისებურებებიც: „ხშირად არის, რომ თამაშის სწავლება გვიწევს ბავშვისთვის. ეს არის ერთ-ერთი სირთულე მშობლების მხრიდან. ხშირად მშობლები ამბობენ: ჩემმა შვილმა იცის თამაში, მთელი დღე ჩუმად არის, ერთობა, მაგრამ რეალურად ჩვენ ვაჩვენებთ რომ ნივთების გადაწყობა-გადმოწყობა თამაში არ არის“.

კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ბავშვს მისი ასაკის შესაბამისი გაკვეთილების დასწავლა არ შეუძლია. ცენტრის სპეციალისტების თქმით, მსგავსი პრობლემით მშობლები ცენტრს აკითხავდნენ: „ამ შემთხვევაში, სპეცპედაგოგი სწავლობს ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებსა და შესაძლებლობებს. ასევე ხშირია რთული ქცევის შემთხვევებიც, როცა ბავშვი ხშირად იკბინება. ან ცენტრში მოდის, თამაშობს და წასვლა აღარ უნდა, ძირს წვება, ყვირის და ა.შ. ვმუშაობთ, რომ წასვლის პროცესი არ იყოს შემდეგ მისთვის რთული. ეს მშობელს ეხმარება, რომ გასართობ ცენტრში ან სხვაგან წაყვანის შემთხვევაში, ბავშვის უკან წამოყვანა არ გაჭირდეს“.

„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ელისო თათეშვილი ამბობს, რომ მიუხედავად საინფორმაციო წყაროების არსებობისა, აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობა ნაკლებია. შესაბამისად, მათ ერთი წლის განმავლობში საინფორმაციო კამპანიები განახორციელეს: „კამპანიებში ჩავრთეთ ახლგაზრდებიც. მიუხედავად ამხელა ინფორმაციის წვდომისა, აღმოვაჩინეთ, რომ ბევრმა არ იცოდა რა იყო ეს [აუტისტური სპექტრი]. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შემდგომში ინფორმაციის გავრცელება. ვედაცეთ, ბავშვთა დაცვის დღე და აუტიზმის საერთაშორისო დღე, არა მხოლოდ ზეიმი ყოფილიყო, არამედ საინფორმაციო ხასიათის აქტივობაც“.

„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში“ რეაბილიტაციის გავლა სხვადასხვა საჭიროების მქონე ნულიდან 16 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ.

კვირაში ორჯერ მათთან ფსიქოლოგი, ლოგოპედი და სპეც–პედაგოგი მუშაობენ. ტარდება არტ–თერაპიის სეანსებიც.

აქ ბენეფიციარები მშობლებთან ერთად დადიან: „ვცდილობთ ვითანამშრომლოთ როგორც ბავშვებთან ასევე მშობლებთან. იმიტომ, რომ მშობლებისთვისაც კომფორტული იყოს, ცენტრში მოსვლაც და სახლში მუშაობაც. ერთად გადიან თერაპიას და უკეთესი შედეგი აქვთ“.

რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’
მშობლები მშობლებისთვის [Video/Photo]
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა
ანტი სტიგმა  – დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ იკვლევენ