FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.02.2019
გონებრივი შეზღუდვის, განვითარების შეფერხებისა და მენტალური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალციხეში ცენტრი ფუნქციონირებს. მისი მუშაობის სპეციფიკას განათლების სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ.

ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ

„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ პრეზენტაცია ახალციხეში, დღეს, 21 თებერვალს გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ცენტრის წარმომადგენლებმა მათთან მუშაობის საჭიროებასა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.

ცენტრის მომსახურება შეიძლება მიიღოს ნულიდან 16 წლამდე ასაკის პირმა, რომელსაც უჭირს საბავშვო ბაღში, ან სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა, სწავლის პროცესში ჩართვა და სასწავლო პროგრამის დაძლევა. გარდა ამისა, ცენტრი მუშაობს მშობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომისთვის.

ბავშვებსა და მოზარდებთან ცენტრში ლოგოპედი, ადრეული განვითარების სპეციალისტი, სპეც–პედაგოგი და ფსიქოლოგი მუშაობენ. გარდა ამისა, ტარდება არტ–თერაპიის სეანსებიც.

ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ

ამ დროისათვის, ცენტრში ათი ბენეფიციარია დარეგისტრირებული, ისინი ინდივიდუალურ სეანსებს მშობლებთან ერთად გადიან.

როგორც ცენტრის დამფუძნებელმა და მენეჯერმა ელისო თათეშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ისინი ამ მიმართულების მომუშავე ორგანოებთან თანამშრომლობას გეგმავენ: „მუშაობა 2018 წლის ნოემბრიდან დავიწყეთ, თუმცა ახლა გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი თავი, რადგან ვართ თანამშრომლობისთვის ღია და გვინდა, რომ ვითანამშრომლოთ ბაღების, სკოლებისა და ინკლუზიური განათლების პედაგოგებთან, რათა ყველა ჩვენგანმა თანასწორი კონსულტაცია გავუწიოთ ამ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემა და სჭირდებათ თანადგომა“.

ბავშვთა და მოზარდთა განვითრების ცენტრში მომსახურება უფასოა. აქ სპეციალისტები ბავშვებთან ყოველ დღე ინდივიდუალურად მუშაობენ. პარასკევსა და შაბათს კი ჯგუფური სეანსები ტარდება.

„სამომავლოდ, გვსურს აქტიურად ვიმუშაოთ მშობელთა ჯგუფურ სეანსებზეც. რადგან მათ სჭირდებათ ერთმანეთთან საუბარი საკუთარ პრობლემებზე, საკუთარ გამოცდილებაზე. ასევე იგეგმება სუპერვიზიები, ჩვენი სპეციალისტებისა და სკოლისა თუ ბაღის სპეცპედაგოგებთან და პედაგოგებთან. რაც სწორი დიაგნოსიტირებისა და რეაბილიტაციის საშუალებას მოგვცემს“, – განმარტა ელისო თათეშვილმა.

ამავე თემაზე ნახეთ მასალა – მშობლები მშობლებისთვის.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
მშობლები მშობლებისთვის [Video/Photo]
აუტიზმის მსოფლიო დღეს ახალციხეში დისკუსია გაიმართა [Video]
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’
ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ
ახალციხეში ბავშვთა ადრეული ჩარევის  პროგრამა ამოქმედდა