FM97.5 / LIVE

ანტი სტიგმა – დისკუსია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.02.2018
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა 26 თებერვალს, ახალციხეში შშმ პირების მიმართ არსებული სტიგმის შესახებ მშობლებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს;

ანტი სტიგმა  – დისკუსია ახალციხეში

ელისო თათეშვილი დღის პიველ ნაწილს თავის მეექვსე კლასელ შვილთან ერთად სკოლაში ატარებს. ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს და მასთან პედაგოგებს მუშაობა უჭირთ.

„დაწყებით კლასებში ყველაფერი უფრი მარტივად იყო, რადგან იქ მხოლოდ ერთი მასწავლებელი ასწავლიდა და მან იცოდა ბავშვს როგორ უნდა მიდგომოდა, მეხუთე კლასის შემდეგ კი ასე აღარ არის“, – ამბობს ელისო.

მისი თქმით, სკოლაზე უფრო რთული საბავშვო ბაღში გატარებული წლები იყო: „თავიდან საერთოდ არ უნდოდათ, რომ ბაღში მიეღოთ, იმიტომ კი არა, რომ ბავშვთან ჰქონდათ პრობლემა, ვერ წარმოედგინათ როგორ შეიძლებოდა ერთი ადამიანი იმისთვის გამოეყოთ, რომ აუტისტთან ემუშავა, მაგრამ უკან არ დავიხიეთ და ბაღში მაინც ვატარეთ“.

ელისო ფიქრობს, რომ იმ პერიოდში სპეციალური საჭიროების მქონე ბევრი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა: „ვინც ჩემსავით არ იბრძოლა, მისი შვილი ალბათ ბაღში არ მიიღეს. ახლაც, როცა ტრანსპორტში, ან მაღაზიაში ჩემი შვილის საქციელი უკვირთ, ვცდილობ ავუხსნა მათ ბავშვი ასეთი რატომაა“.

ანტი სტიგმა  – დისკუსია ახალციხეში

ელისოსგან განსხვავებით, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის დედას, თეონა ართმელაძეს ხშირად საზოგადოებისთვის მისი შვილის აქტიური ქცევის ახსნა უჭირს: „ყოველთვის ვერ აუხსნი ხალხს ბავშვი ასე რატომ იქცევა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გაღიზიანებულები გიყურებენ. ამ დროს ისინი მშობლებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ბავშვები სათანადოდ ვერ აღზარდეს“.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 28%–ზე მეტი შშმ ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, ანუ სტიგმის მატარებელია. თუმცა, ბოლო წლებთან შედარებით ეს ციფრი მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგალითად 2015 წელს იგივე ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით სტიგმის მატარებელი 40% იყო.

„სტიგმა არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე ყალიბდება“, – ამბობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკითხებში გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი მაგული შაღაშვილი.

მისი თქმით, დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ შშმ ბავშვებისთვის შესაბამისი სერვისები არ არსებობს: „დაიწყო ინკლუზიური სწავლება, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა. ელემენტარულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურაც კი არ არსებობს. ასევე არაა დღის ცენტრები, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები შესაბამის უნარ–ჩვევებს შეიძენენ, რასაც მერე სკოლებში გამოიყენებენ“.

შშმ ბავშვების მშობლების თქმით, რეგიონში შესაბამისი ცენტრების არ არსებობის გამო შვილების ტარება თბილისში უხდებათ, თუმცა ამბობენ, რომ ამას ყველა ვერ ახერხებს, რადგან ძალიან ძვირი ჯდება.

„თბილისში დამყავდა დღის ცენტრში ბავშვი, ვაუჩერი მომცეს და უფასოდ დავდიოდით, მაგრამ ჩემ შვილს ფსიქოლოგთან ინდივიდუალური მუშაობა დასჭირდა, ის ძვირი ღირდა და ვერ შევწვდით“, – ამბობს თეონა ართმელაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რეგიონში მსგავსი ცენტრების და სხვა საჭირო სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით საკითხები ხელისულფების წინაშე საზოგადოებამ აქტიურად უნდა დასვას.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ანტი–სტიგმის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში ერთ საათზე მეტ ხანს იმსჯელეს. მათ მსგავსი დისკუსია ახალციხის პირველ და მეექვსე საჯარო სკოლებში, ასევე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გამართეს.

ანტი სტიგმა  – დისკუსია ახალციხეში

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხური: შშმ პირები და სტიგმა [Audio]
რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’
მშობლები მშობლებისთვის [Video/Photo]
ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა
ომბუდსმენის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ
ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში