FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა

მთავარისაზოგადოება 02.04.2015
დღეს, 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მერი „მწვანე სახლის ახალციხის ფილიალს“ ესტუმრა და ცენტრს სამომავლოდ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა

მერიამ ‘მწვანე სახლს’ ტკბილეული და სხვადასხვა სახის ვარჯიშისთვის სათამაშოები, ფერადი ფაზლები და ფანქრები გადასცა.

„ცენტრის არსებობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე. გვინდა რომ როგორც ბავშვების, ისე ცენტრის თანამშრომლების მიმართ, სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ“, – განაცხადა ახალციის მერმა გიორგი კოპაძემ.

„მწვანე სახლში“ სხვადასხვა ასაკისა და პრობლემის მქონე, 22 ბავშვია აღრიცხული. ისინი ცენტრში კვირაში სამი დღე დადიან. ცენტრს ჰყავს ლოგოპედი, ფსიქოლოგი და ტრენერი. ყველა მათგანი ბავშვებთან საჭიროების მიხედვით მუშაობს.

„მწვანე სახლის ახალციხის ფილიალის“ დირექტორი ელისო თათეშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად ცენტრის მიზანი იყო აუტისტური სპექტრის პრევენცია ადრეულ ასაკში: „რადგან ახალციხეში სხვა მსგავის ცენტრი არ არსებობს, გადავწყვიტეთ მივიღოთ სხვა პრობლემის მქონე ბავშვებიც, გავზარდეთ ასაკიც 10 წლამდე, სურვილის მიხედვით კი უფრო მეტი ასაკის ბავშვებსაც მივიღებთ. ცენტრის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვს ჩვენთან ყოფნის პერიოდში ახლდეს მშობელიც. მათ ვასწავლოთ როგორ იურთიერთონ შვილებთან“.

8 წლის გელა ცენტრში სამი წელია დადის.

„საკმაოდ რთული მდგომაროება ჰქონდა, მეტყველებაც უჭირდა. ახლა კარგად საუბრობს, თუმცა მუშაობა ჯერ კიდევ სჭირდება. ძალიან კარგია რომ თბილისში აღარ გვიწევს წასვლა და ზედმეტი თანხის ხარჯვა“, – ამბობს გელას დედა ეკა.

„მწვანე სახლი ახალციხის ფილიალი“ 2011 წელს გაიხსნა. ცენტრის გახსნის სურვილი ელისო თათეშვილს და მის მეუღლეს გაუჩნდათ. მათ თავად ჰყავთ აუტისტი შვილი და როგორც ელისო თათეშვილი ამბობს, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ახალციხეში მსგავსი ცენტრი არსებობს. მათ ცენტრის გახსნაში კათოლიკე მონაზვნები, წმინდა ნინოს დები დაეხმარნენ.

„მონაზვნებმა საფრანგეთში სხვადასხვა ფონდები და დონორი ორგანიზაციები მოიძიეს და დღესდღეობით მათი დახმარებით არსებობს ეს ცენტრი“, – ამბობს ელისო თათეშვილი.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ 2007 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადდა. მას შემდეგ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ დღის აღსანიშნავად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. საქართველო ამ დღეს 2011 წლიდან აღნიშნავს.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან 1-ს აუტიზმი აქვს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია 'მწვანე სახლს' ესტუმრა
"აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში
რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში
აუტიზმის დღესთან დაკავშირებით  ახალციხის ციხე  ლურჯად განათდება