FM97.5 / LIVE

'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.04.2019
ორი აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრმა" ღონისძიებები გაიმართა.

'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’

ახალციხის ცენტრალურ პარკში პირველი სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. მოზარდები ამბობენ, რომ მიზანი აუტისტური სპექტრის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

„ადამიანებს ვეკითხებით, სმენიათ თუ არა აუტიზმის შესახებ და მათ მოკლე ინფორმაციას ვაწვდით, თან ფლაერებსაც ვურიგებთ“, – ამბობს მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ბოჩიკაშვილი.

'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’

ამის შემდეგ აუტიზმთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, პრეზენტაციის შემდეგ კი მონაწილეებმა დისკუსია გამართეს. შეხვედრას „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი ელისო თათეშვილი უძრვებოდა: „ჩემს შვილსაც აუტისტური სპექტრის დარღვევა აქვს და ამიტომ კარგად ვიცი თუ რა პრობლემების წინაშე დგანან მშობლები. ვცდილობ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო. როცა საერთო პრობლემის წინაშე ადამიანი დგას მარტო, უფრო მეტად იკეტება საკუთარ თავში. ჩემი აქტივიზმით მინდა მშობლებს მეტი სტიმული მივცე და ბავშვები გამოიყვანონ გარეთ. ეს ბავშვები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ განსხვავებული ინტერესები და ხასიათი აქვთ“.

'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’

ელისო ამბობს, რომ სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს და გამოსავალი მხოლოდ ცნობიერების ამაღლებაა: „ინტერნეტ სივრცე სავსეა ამ ინფორმაციით, თუმცა თუ ადამიანს არ უწევს რეალურ ცხოვრებაში შეხება ამ პრობლემასთან, რთულია გაგება. დღესდღეობით ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო სისტემა აქტიურად ცდილობს ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას, სკოლებში სპეციალური ოთახებიც იქმნება, თუმცა ამ ბავშვებს ინდივიდუალური თანმდგომი პირები სჭირდებათ. განსაკუთრებით რეგიონებშია ეს პრობლემა“.

ამჟამად „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრს“ სულ სამი ბენეფიციარი ჰყავს, თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხშირად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების გამოჩენისგან მშობლები თავს იკავებენ, შესაბამისად, არც ცენტრში არსებული სერვისებით სარგებლობენ.

'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’

დღეს, ორ აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანი აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად არის ის, რომ ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]
ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს
ომბუდსმენის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ
აუტიზმის მსოფლიო დღეს ახალციხეში დისკუსია გაიმართა [Video]
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
აუტიზმის დღესთან დაკავშირებით  ახალციხის ციხე  ლურჯად განათდება