FM97.5 / LIVE

ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'

მთავარიპოლიტიკა 14.10.2013
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნებას" გაურიგდა და მათი მთავარი მიზანია ბურჯანაძემ არ გაიმარჯვოს.

ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს გარიგება საარჩევნო კომისიებში ხდება: „მათი მთავარი ამოცანაა არ დაუშვან ბურჯანაძის პრეზიდენტობა, რადგან იციან, ჩემი დანაპირები შესრულდება და „ნაციონალურ მოძრაობას“ დასაკარგი ნამდვილად ბევრი აქვს".

ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს, 14 ოქტომბერს, მესხ ამომრჩეველთან გააკეთა.

ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'ბურჯანაძის დასახვედრად შეკრებილი მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებდა, რომ მხარს იმიტომ უჭერს, რომ იმედი აქვთ იგი რუსეთთან ურთიერთობებს მოაწესრიგებს.

„ხალხისკენ არის, უნდა, რომ ხალხი კარგად იყოს, იმედი გვაქვს რომ რუსეთთან გზას გახსნის“, - ამბობს ახალციხელი ვაგინაკ კირაკოსიანი.

ახალციხეში ბურჯანაძის შტაბის უფროსის გაგა ივანიძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობას ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ თავიანთი კოორდინატორების საშულებით შეატყობინეს.

ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'„დღეს აქ ყველა ადამიანი საკუთარი სურვილითაა მოსული, ის ვისაც აქ ხედავთ, არის ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი. მათ უკან კიდევ დგას ჩვენი ამომრჩეველი, ასე რომ, საქმე ჩვენს სასარგებლოდ არის“, - განაცხადა გაგა ივანიძემ.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე მესხეთს დღეს სტუმრობდა. დღესვე მან განაცხადა, რომ ივანიშვილს საკუთარი კანდიდატურა რომ წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა, რადგან, 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის. ბურჯანაძე ამომრჩეველს დაპირდა, რომ "დასავლეთთანაც შევინარჩეუნებთ კარგ ურთიერთობას და აღვადგენთ ურთიერთობებს რუსეთთანაც". დღესვე ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის საკითხსაც გამოეხმაურა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბურჯანაძის შეფასებით, მერაბიშვილი 'სანატორიუმში დასასვენებლად წამოგორებულს' ჰგავს
ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'
ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’
ბურჯანაძემ ახალციხეში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთერთობებზე საუბარს დაუთმო
ბურჯანაძის შტაბი: 'ახალციხეში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს'
რაში ადანაშაულებს ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს
ბურჯანაძის პარტიის სახელით, ადიგენში, გამგებლობისთვის 'ოცნების' ყოფილი აქტივისტი იბრძოლებს