FM97.5 / LIVE
მესხ ამომრჩეველთან შეხვედრისას. ">

ბურჯანაძემ ახალციხეში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთერთობებზე საუბარს დაუთმო

მთავარიპოლიტიკა 14.10.2013
"დასავლეთთანაც შევინარჩეუნებთ კარგ ურთიერთობას და აღვადგენთ ურთიერთობებს რუსეთთანაც", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მესხ ამომრჩეველთან შეხვედრისას.

ბურჯანაძემ ახალციხეში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთერთობებზე საუბარს დაუთმო
საქართველო-რუსეთის ურთერთობებზე საუბარს ნინო ბურჯანაძემ გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო.

„ქვეყნის 20%, სააკაშვილის წყალობით, მყარად აქვს ოკუპირებული რუსეთის ჯარებს. დღეს საქართველოში ყოველდღე მავთულხლართები ინაცვლებს ქვეყნის შიგნით და კაცი პატრონი არაა, რომ ყურმილი აიღოს და რუსეთის ხელისულებას დაელაპარაკოს. ამიტომ ქვეყანას სჭირდება ადამიანი, რომელიც შეძლებს საგარეო პოლიტიკის დალაგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც სოციალური, ვერც ჯანდაცვის და ვერც სხვა საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

იგი ამომრჩევლებს დაპირდა, რომ ქვეყანაში ომი აღარასდროს იქნება: „ჩვენი შვილები აღარასდროს წავლენ წინასწარ წაგებულ ომში. გპირდებით, რომ დასავლეთთანაც შევინარჩეუნებთ კარგ ურთიერთობას და აღვადგენთ ურთიერთობებს რუსეთთანაც. შევძლებ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების წარმოებას, მავთულხლართების ახსნას, ბაზრის გახსნას. ამას აუცილებლად გავაკეთებ!“

მისი თქმით, სააკაშვილმა ქვეყნიდან ძლივს გაყვანილი რუსული ჯარი და ტანკები ისევ საქართველოში დააბრუნა.

„ბურჯანაძეს და მის შვილს შემოჰყავს რუსული სპეცრაზმი და ტანკებიო, ჩემი შემოყვანილი ჯარი არც არავის უნახავს და ვერ ვერასდროს ნახავს, გაყვანილს კი ნახავთ, ამას გპირდებით. მე უნდა გავიყვანო ის ჯარი და ტანკები, რომლებიც სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა შემოიყვანეს აქ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე მესხეთს დღეს სტუმრობდა. დღესვე მან განაცხადა, რომ ივანიშვილს საკუთარი კანდიდატურა რომ წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’
ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'
ბურჯანაძის შეფასებით, მერაბიშვილი 'სანატორიუმში დასასვენებლად წამოგორებულს' ჰგავს
კანდიდატის წარდგენა მოხეში – რატომ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე მუსლიმურ სოფელში
ადიგენის უბნები, სადაც ბაქრაძეს ბურჯანაძემ მოუგო
ნინო ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ახალციხის ოლქში ორ უბანზე ბაქრაძეს ბურჯანაძემ აჯობა